ჩინეთის ქალაქ ლანჯოუში მდებარე ლონგშანის საერთაშორისო სათხილამურო კურორტზე საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ, ტურისტები თითქმის 3 საათის განმავლობაში ყინვაში, ჰაერში დაკიდებულები დარჩნენ.
კურორტის წარმომადგენლის განცხადებით, თავდაპირველად პრობლემა ელექტროენერგიის გათიშვამ გამოიწვია, რასაც მოძრავი მექანიზმის მწყობრიდან გამოსვლა მოჰყვა და რამდენიმე საათით, თითქმის ასამდე ტურისტი ჰაერში გამოკიდებული დარჩა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სერიოზულად არავინ დაშავებულა, მაშველებმა შეშინებული და გათოშილი ადამიანები მშვიდობიანად ჩამოიყვანეს მიწაზე.