20 იანვარს, ჟურნალისტებთან გრენლანდიაზე ირონიული საუბრის დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი “დიდ ბრიტანეთად“ აღარ უნდა იწოდებოდეს.
ლავროვის თქმით, დიდ ბრიტანეთს უბრალოდ "ბრიტანეთი“ უნდა ეწოდოს, რადგან “დიდი ბრიტანეთი“ ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც საკუთარ თავს “დიდად“ მოიხსენიებს.
მან აღნიშნული კომენტარი გრენლანდიის თემასთან დაკავშირებით, კოლონიალიზმზე საუბრის დროს გააკეთა და კიდევ ერთი სახელმწიფო გაიხსენა, რომელიც საკუთარ სახელწოდებაში სიტყვა “დიდს“ იყენებდა, მუამარ კადაფის მიერ მართული “დიდი სოციალისტური სახალხო ლიბიის არაბული ჯამაჰირია“, რომელიც, ლავროვის თქმითა უკვე “აღარ არსებობს“
იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოსკოვთან ურთიერთობების გადატვირთვას და რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დამყარებას ცდილობს, გაერთიანებული სამეფო ვლადიმირ პუტინის ნომერი პირველი საჯარო მტრის სტატუსი მიენიჭა.
ამავდროულად, დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ რუსეთი ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ლავროვმა აღნიშნული განცხადებები მას შემდეგ გააკეთა, რაც ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების მიზეზებით გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად ძალისხმევა მნიშვნელოვნად გააძლიერა.
ლავროვის თქმით, “გრენლანდია დანიის ბუნებრივი ნაწილს არ წარმოადგენს, ის კოლონიური დაპყრობის შედეგია“.

რუსეთი დაკვირვებითა და აშკარა კმაყოფილებით ადევნებს თვალს ტრამპის მიერ გრენლანდიის შესაძენად გაწეულ ძალისხმევას, რაც თავის მხრივ ევროპასთან უთანხმოებებს გაძლიერების მიზეზი ხდება და ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაბიჯებს უსაფრთხოების თვალსაზრისით შესაძლოა სერიოზული შედეგები ჰქონდეს თავად მოსკოვისთვისაც, რომელიც არქტიკაში საკუთარი გავლენის გაფართოებას ესწრაფვის.


გრენლანდიის საკითხზე კრემლის მხრიდან ტრამპის კრიტიკა ნამდვილად არ არის თვალში საცემი და ამის მიზეზი რუსეთის მისწრაფებებია, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება სურს იმ მიზნით, რომ უკრაინაში ომის შესაძლო დასრულება მოსკოვის პირობებით მოხდეს.
მიუხედავად იმასა რომ, რუსეთი უკმაყოფილოა ტრამპის განცხადებებით, რომლის მიხედვით მოსკოვი გრენლანდიისთვის საფრთხეს წარმოადგენს, კრიტიკის დროს მისი წარმომადგენლები თავად ტრამპის სახელის ხსენებას ყოველთვის თავს არიდებენ.
2025 წლის მარტში პუტინმა განაცხადა რომ ტრამპს გრენლანდიასთან დაკავშირებით “სერიოზული გეგმები“ ჰქონდა, რასაც "ხანგრძლივი ისტორიული ფესვები გააჩნდა“ და დაამატა, რომ “ეს ორი კონკრეტული ქვეყნის საქმეა იყო, რომელსაც რუსეთთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა“ თუმცა აქვე აღნიშნა რომ რუსეთი “შეშფოთებული იყო არქტიკაში ნატოს აქტივობის ზრდით".