ავტორი:

პაკისტანის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი მასშტაბური ხანძრისას დაღუპულთა რიცხვი, დიდი ალბათობით, გაიზრდება  - ნანგრევებში ადამიანების ცოცხლად პოვნის შანსი, ფაქტობრივად, აღარ არის

პაკისტანის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი მასშტაბური ხანძრისას დაღუპულთა რიცხვი, დიდი ალბათობით, გაიზრდება  - ნანგრევებში ადამიანების ცოცხლად პოვნის შანსი, ფაქტობრივად, აღარ არის

პაკისტანის უდიდეს ქალაქ კარაჩიში სავაჭრო ცენტრში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შემდეგ დაკარგულად გამოცხადებული ათეულობით ადამიანის ძიება უკვე მეოთხე დღეა გრძელდება.

ამ დროისთვის მაშველებმა Gul Plaza-ს ყველაზე მძიმედ დაზიანებულ მონაკვეთებამდე მიაღწიეს, რომლის კონსტრუქციები ან თითქმის მთლიანად ჩამოშლილია ან ხანძრის შემდეგ იმდენად ძლიერადაა დასუსტებული, რომ მათი ჩამოშლა ყოველ წუთს არის მოსალოდნელი.

პოლიციისა და საავადმყოფოს წარმომადგენლების ცნობით, ამ დროისთვის, სულ მცირე, 23 ადამიანის ნეშტია ნაპოვნი, რომელთა ამოცნობა დამწვრობის გამო ჯერ ხერხდება. რამდენიმე შემთხვევაში მხოლოდ სხეულის ნაწილები იქნა აღმოჩენილი და მსხვერპლთა იდენტიფიკაციისთვის დნმ-ის ტესტირება მიმდინარეობს. დროის გასვლასთან ერთად იწურება ცოცხლად გადარჩენილი ადამიანების პოვნის იმედიც.

სავაჭრო ცენტრში დაახლოებით 1 200 მაღაზიაა იყო განთავსებული, რომელთა უმეტესობა იმპორტირებულ ტანსაცმელს, კოსმეტიკას და პლასტმასის საყოფაცხოვრებო ნივთებით ვაჭრობდა. დაკარგულთა შორის როგორც მაღაზიის მფლობელები და მომხმარებლებიც არიან.

უფროსმა პოლიციელის ასად რაზამ თქმით თავიდან დაკარგულად 65 მეტი ადამიანი ითვლებოდა.

Gul Plaza-ში ხანძარი 17 იანვარს სავაჭრო ცენტრის პირველ სართულზე გაჩნდა, შენობაში არსებული აალებადი მასალებისა და შეზღუდული ვენტილაციის გამო ცეცხლი სწრაფად გავრცელდა ზედა სართულებზე და ათეულობით ადამიანი ხაფანგში მოაქცია. კარაჩის სახანძრო სამსახურის წარმომადგენლების 36-საათიანი უწყვეტი ძალისხმევის შემდეგ, 19 იანვარს ხანძარი საბოლოოდ დაექვემდებარა კონტროლს, თუმცა ქრობის ოპერაციის დროს შენობის რამდენიმე ნაწილი სრულიად ან ნაწილობრივ ჩამოინგრა.

წყარო