ავტორი:

ქვეყანაში დიდთოვლობა გრძელდება: გუდაური(ფოსტა) - კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ქვეყანაში დიდთოვლობა გრძელდება: გუდაური(ფოსტა) - კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ქვეყანაში დიდითოვლობა გრძელდება, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის საგზაო მოძრაობა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.