ავტორი:

დაკვამლიანება მეტროსადგურ "რუსთაველში" - რას აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში?

დაკვამლიანება მეტროსადგურ "რუსთაველში" - რას აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში?

მეტროსადგურ "რუსთაველში" მატარებლის ტექნიკური ხარვეზის გამო დაკვამლიანება იყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ტექნიკური ხარვეზის გამო საჭირო გახდა მატარებლის ხაზიდან მოხსნა.

"ხანძარი არ ყოფილა. ტექნიკური ხარვეზიდან გამომდინარე იყო დაკვამლიანება. შეფერხება გვქონდა სულ რაღაც 5 წუთი. მეტროსადგური "რუსთაველი" ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას",- აცხადებენ სააგენტოში.