ავტორი:

"გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო საამაყო შვილო" - ილია თოფურია იუბილარია

"გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო საამაყო შვილო" - ილია თოფურია იუბილარია

UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია იუბილარია. “მატადორი“ ოჯახის წევრებისგან და ახლობლებისგან მილოცვებს იღებს.

  • 29 წლის ჩემპიონს დაბადების დღეს ულოცავენ მისი გუნდის წევრები, დედა: ინგა ბენდელიანი-თოფურია და გამომწერები.

“დაბადების დღეს გილოცავ, ილია, დე... დღეს შენს ცხოვრებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წელი ემატება - 29 წელი სიძლიერის, შრომის და ზრდის.

შენ ხარ კარგი შვილი, მზრუნველი ძმა, მოსიყვარულე მამა და ერთგული მეგობარი - ადამიანი, რომლის გვერდით ყოფნა სიმშვიდეს და ნდობას გაძლევს. შენი შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა გვასწავლის, რომ ღირსეულ გზას ყოველთვის მოაქვს შედეგი.

არასდროს უშინდები სირთულეებს და ყოველთვის წინ მიდიხარ - ჩუმად, მაგრამ მტკიცედ.

გისურვებ ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და ძალას, რომ ყველა მიზანს კეთილი გულით და სუფთა სინდისით მიაღწიო.

დაე, შენი გზა იყოს ნათელი, გული - სავსე სიყვარულით და ცხოვრება - შინაარსით.

იამაყე იმით ვინც ხარ, რადგან ნამდვილი ფასეულობა ადამიანობაშია.

გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო საამაყო შვილო. ღმერთმა მუდამ დაგლოცოს და დაგიფაროს“, - წერს ინგა თოფურია.

“გილოცავ დაბადების დღეს ჩემო სიმპათიურო ძმაო“ - წერს ილია თოფურიას და- ანა თოფურია.

ბოლო პერიოდში UFC-ის ჩემპიონის პირადი ცხოვრება მედიის გაძლიერებული ინტერესის საგანი გახდა. მას შემდეგ რაც ყოფილმა მეუღლემ, ჯორჯინა უზკატეგიმ განქორწინება და სასამართლო დავა დაიწყო, ესპანური ტაბლოიდები მებრძოლის პირადი ცხოვრების შესახებ დეტალებს წერენ.

"მატადორმა" პირველი სამართლებრივი გამარჯვება უკვე მოიპოვა - მოსტოლესის სასამართლომ სრულად უარყო უზკატეგის მოთხოვნა, რომელიც მათი საერთო შვილის აშშ-ში წაყვანას ითხოვდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბავშვი ესპანეთს ვერ დატოვებს.

ჯორჯინა მას ძალადობაში ადანაშაულებს და ქონების ნახევარს ითხოვს. ილია თოფურია კი აცხადებს, რომ "შანტაჟისა და გამოძალვის" მსხვერპლია. მისი თქმით, ჯორჯინა მას ჯერ კიდევ დაშორებამდე ემუქრებოდა, რომ თუ ფულს არ გადაუხდიდა, მას ძალადობაში დაადანაშაულებდა.

იხილეთ ასევე: