უკრაინის თავდაცვის მინისტრის მიხაილ ფედოროვის განცხადებით, უკრაინის სტრატეგიული მიზანია, ომის დანაკარგი რუსეთისთვის აუტანელი გახადოს.
“სტრატეგიული მიზანია თვეში 50 000-მდე რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია“, - განაცხადა ფედოროვმა მედიასთან საუბარში და აღნიშნა, რომ დეკემბერში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 35 000 ჯარისკაცი მოკლეს, ყველა დანაკარგი ვიდეოჩანაწერით დადასტურდა.
"პრეზიდენტმა მკაფიო მიზანი დაისახა: ისეთი სისტემის შექმნა, რომელსაც შეუძლია მტრის ჰაერში, ხმელეთზე შეჩერება და ეკონომიკის წინააღმდეგ კიბერშეტევების გაძლიერება. რუსეთისთვის ომის ფასი აუტანელი უნდა გახდეს,“ - განაცხადა ფედოროვმა.
იხილეთ ასევე: