UFC-ის ორგზის ჩემპიონი, ილია თოფურია, ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს გადის. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მისი და მისი პარტნიორის, ბიზნესმენ ჯორჯინა უზკატეგუის დაშორების შესახებ, წყვილმა კიდევ ერთი რადიკალური ნაბიჯი გადადგა - "ისინი საერთო საცხოვრებელს, ბოადილია-დელ-მონტეში მდებარე ულტრათანამედროვე სასახლეს ყიდიან", - წერს ესპანური მედია.

სასახლე, რომელიც მადრიდის პრესტიჟულ უბანში, Las Lomas-ში მდებარეობს, 3 მილიონ ევროდ იყიდება. ეს ის ადგილია, სადაც თოფურია თავისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლებისთვის ემზადებოდა.
რას მალავს 1000 კვადრატული მეტრის ფართობის ვილა?
სახლის გაყიდვა მხოლოდ ფინანსური გადაწყვეტილება არ არის. ეს სიმბოლური დასასრულია იმ ურთიერთობისა, რომელიც წლების განმავლობაში იდეალურად ითვლებოდა. წყვილს საერთო ქალიშვილი ჰყავს, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში მათი დაშორება მედიის ყურადღების ცენტრში სკანდალური ბრალდებების გამო მოექცა.

როგორც ესპანური მედია წერს, თოფურიას მძიმე ემოციური ფონი აქვს, სპორტსმენმა საჯაროდაც აღიარა, რომ რთულ პერიოდს გადის, რაც დაკავშირებულია როგორც პირად კონფლიქტებთან, ისე სამართლებრივ დავებთან ექს-პარტნიორთან.
ესპანური მედიის ცნობით, მდიდრული ვილის გაყიდვა წყვილისთვის სიმბოლურად იმ ეტაპის დასრულებაა, რომელიც მათ საერთო შვილის დაბადებასა და ილიას დიდ წარმატებებს აკავშირებდა.

მიუხედავად იმისა, რომ თანხა ასტრონომიულად ჩანს, უძრავი ქონების ექსპერტების თქმით, ეს ფასი რეალურია. Las Lomas-ის რაიონი თავისი უსაფრთხოებითა და კონფიდენციალურობით გამოირჩევა, რაც მსოფლიო დონის ვარსკვლავებისთვის პრიორიტეტულია.

თოფურიასა და ჯორჯინასთვის ამ სახლის გაყიდვა ახალი ცხოვრების დასაწყისია. "მატადორი", რომელიც რინგზე დაუმარცხებელია, ახლა ცხოვრებისეულ ბრძოლაში ცდილობს სიმშვიდის პოვნას.
იხილეთ ასევე: