ავტორი:

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და მისი მეუღლე, უშა, მეოთხე შვილს ელოდებიან

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და მისი მეუღლე, უშა, მეოთხე შვილს ელოდებიან

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და მისი მეუღლე, უშა, მეოთხე შვილს ელოდებიან - ამის შესახებ წყვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა.

"სიხარულით გაცნობებთ, რომ უშა ჩვენს მეოთხე შვილზე, ბიჭზეა ორსულად. დედა და ბავშვი კარგად არიან. მოუთმენლად ველით მასთან შეხვედრას ივლისის ბოლოს", - ვკითხულობთ "instagram" პოსტში.

წყვილი 2014 წელს დაქორწინდა და სამი შვილი ჰყავს: 8 წლის იუენი, 5 წლის ვივეკი და 4 წლის მირაბელი.

ჯეი დი, როგორც წესი, ოჯახური ცხოვრების დეტალებს საიდუმლოდ ინახავს, თუმცა ნოემბერში, Fox-თან ინტერვიუში, გულწრფელად ისაუბრა ქორწინებასა და შვილების აღზრდაზე.

"დიახ, ჩემი ცოლი ქრისტიანი არ არის... ვფიქრობ, სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ ის ინდუისტურ, თუმცა არც ისე რელიგიურ ოჯახში გაიზარდა", - თქვა მან.

წყვილი ერთმანეთს 2010-იანი წლების დასაწყისში იელის სამართლის სკოლაში შეხვდა.

ვენსის განცხადებით, მან და უშამ შვილების ქრისტიანებად აღზრდა ერთმანეთთან გულწრფელი საუბრის შემდეგ გადაწყვიტეს.

წყარო