“დონალდ ტრამპს გრენლანდიის შეერთებით მსოფლიო ისტორიაში სამუდამოდ დარჩენა სურს“, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„მას სურს, რომ კუნძული მსოფლიო რუკებზე ამერიკის დროშის ფერებში გამოსახოს და დამფუძნებელი მამების გვერდით დადგეს. სურს, რომ ისტორიაში სამუდამოდ დარჩეს და რუსეთის პრეზიდენტის მსგავსი გახდეს“, - განაცხადა მედვედევმა.
„რუსეთმა სპეციალური სამხედრო ოპერაციისა და რეფერენდუმების შედეგად, საუკუნეების განმავლობაში მის შემადგენლობაში შემავალი მიწები და მოსახლეობა დაიბრუნა. გრენლანდია სრულიად განსხვავებულ რამეს წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა მისი ყიდვა რამდენჯერმე სცადა“, - დაწერა მედვედევმა ტელეგრამარხზე.