ავტორი:

“ტრაპისათვის საქართველო მაინც და მაინც დიდ ღირებულებას  არ წარმოადგენს - “მშვიდობის საბჭოში“ საქართველოს მისაწვევად ალბათ ვერაფერი მოძებნა, თან ვინ უნდა დაპატიჟოს?“ - დავით დარჩიაშვილი

“ტრაპისათვის საქართველო მაინც და მაინც დიდ ღირებულებას  არ წარმოადგენს - “მშვიდობის საბჭოში“ საქართველოს მისაწვევად ალბათ ვერაფერი მოძებნა, თან ვინ უნდა დაპატიჟოს?“ - დავით დარჩიაშვილი

“ტრაპისათვის საქართველო მაინც და მაინც დიდ ღირებულებას არ წარმოადგენს. მას ფოკუსი სხვა რეგიონებზე აქვს გასწორებული“, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, რითაც იმ გარემოებას გამოეხმაურა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა ვერ შეძლო მაშინ, როცა ერთი წელია ვაშინგტონთან „დალაგების“ მოლოდინშია.

  • მისი თქმით, „აღნიშნულის გამო, საქართველო ასეც ზარალობს და ისეც, დემოკრატიული საქართველოც და ივანიშვილის საქართველოც“.

„ცოტა უცნაური, სპეციფიკური და ადვილად ასახსნელი არ არის ის ვითარება, რომელიც შექმნილია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. ტრაპისთვის კანონის უზენაესობა, დემოკრატია არ წარმოადგენს იმ დონის ღირებულებებს, როგორადაც ეს ტრადიციულად, მინიმუმ, ცივი ომის დასრულების შემდგომ მაინც, აშშ-სთვის ცალსახად იყო პრიორიტეტი. ამიტომ, ივანიშვილის ქცევა, [ალბათ, ივანიშვილის გუნდს ეს აკვირვებს,] მაინც და მაინც, ტრამპის გემოვნებიდან ამოვარდნილი არ უნდა იყოს. ტრამპი სიმპათიებს გამოხატავს ძლიერი ლიდერების, ავტორიტარული ლიდერების მიმართ. ლუკაშენკო მიიწვია თავის დაანონსებულ ღაზას „მშვიდობის საბჭოში“. ალბათ, „ოცნების“ მომხრეებს უკვირთ, რაშია საქმე, ჩვენ რაღა დავაშავეთ. მგონი, აქ ის მომენტია, რომ ტრაპისათვის, მაინც და მაინც, დიდ ღირებულებას საქართველო არ წარმოადგენს. მას ფოკუსი სხვა რეგიონებზე აქვს გასწორებული. ის მთლიანად გადაიყოლა გრენლანდიის ირგვლივ არსებულმა ვნებათაღელვებმა. ყველაფერი ამის გამო, საქართველო ასეც ზარალობს და ისეც, დემოკრატიული საქართველოც და ივანიშვილის საქართველოც. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ურთიერთობები საქართველოსთან მას დელეგირებული ჰქონდეს უფრო დაბალ დონეზე, ამაზე არის ხოლმე მოარული ხმები და იქ კულისებში რაღაცა კონტაქტი მიმდინარეობდეს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

  • რაც შეეხება იმას, რამდენად არის შანსი, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ღაზას „მშვიდობის საბჭოში“ საქართველოც მიიწვიოს მაშინ, როცა მიწვევა მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველოს მეზობელმა სახელმწიფოებმაც მიიღეს, დარჩიაშვილი ფიქრობს, რომ ტრამპმა „საქართველოსთვის ხელწამოსაკრავი ვერაფერი მოძებნა და თან ვინ უნდა დაპატიჟოს?“

„ტრამპის ინტერესი სომხეთ-აზერბაიჯანის მიმართ გამოჩნდა. მას ეს გზა აინტერესებს. თან კიდევ, ომების დასრულების გატაცება ახასიათებს. ამისათვის კარგი მომენტი ნახა. საქართველოსთვის ხელწამოსაკრავი ვერაფერი მოძებნა და თან ვინ უნდა დაპატიჟოს? ივანიშვილს ვერ დაპატიჟებს იმიტომ, რომ არაფორმალურია. კობახიძის რეიტინგი, მგონია, ძალიან დაბალია. ის რაღაცნაირად, არ ფიგურირებს საერთაშორისო სცენაზე, როგორც ანგარიშგასაწევი ძალა. ყაველაშვილს საერთოდ ცერემონიალური ფუნქცია აქვს მხოლოდ. საქართველო შინაგანადაც ვერ ავლენს იმას, რომ ტრამპისთვის საინტერესო იყოს შინაგანი მოწყობით, ელიტური კონფიგურაციით. რაღაცნაირად ტრამპმა ვერც გეოგრაფიაში დაინახა რამე განსაკუთრებული. ეს მარტო საქართველოს პრობლემა არ არის, გარკვეულწილად ტრამპის პრობლემაც არის. თუკი მას მიაჩნია, რომ სამხრეთ კავკასიაში რაღაც საინტერესო არის და ეს საინტერესოობა საქართველოს გარეშე განხორციელდეს?! ნაკლულია ასეთი ხედვა, მაგრამ ჩვენც არაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ტრამპი თუ საერთაშორისო თანამეგობრობა გადავარწმუნოთ და ყურადღება საქართველოსკენ მოვიპყროთ“,- განაცხადა დარჩიაშვილმა.