იაპონიის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვულკან, ასოს მთასთან ახლოს, ტურისტული ვერტმფრენი გაუჩინარდა. გავრცელებულ ინფორმაციით, ბორტზე 3 ადამიანი იმყოფებოდა.
პოლიციის ინფორმაციით, თვითმფრინავი სამშაბათს, ადგილობრივი დროით 10:52 საათზე "ასო სიტის" ზოოპარკიდან აფრინდა, თუმცა უკან აღარ დაბრუნებულა. სამაშველო-სამძებრო ვერტმფრენმა დაახლოებით 16:00 საათზე ასოს ხუთი მწვერვალიდან ერთ-ერთის, ნაკადაკეს კრატერში თვითმფრინავის მსგავსი ობიექტი შენიშნა. ხელისუფლებას ჯერ არ დაუდასტურებია, იყო თუ არა ეს დაკარგული ვერტმფრენი.
სამძებრო სამუშაოები დღეს დილით განახლდა.
ასოს მთის ვულკანური ლანდშაფტი იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კუმამოტოს პრეფექტურის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. ვულკანი ბოლოს 2021 წლის ოქტომბერში ამოიფრქვა.