“გრენლანდიასთან დაკავშირებით კულისებს მიღმა ვმუშაობ“, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ დავოსში განაცხადა.
„შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ამ საკითხზე კულისებს მიღმა ვმუშაობ, თუმცა ამაზე საუბარი საჯაროდ არ შემიძლია. ასე, რომ ბოდიში, მაგრამ გრენლანდიასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა რუტემ.
ასევე, რუტემ აღნიშნა, რომ გრენლანდიის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მიუხედავად, უკრაინა მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.
„უკრაინას ევროპისა და აშშ-ის უსაფრთხოებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.