ავტორი:

“შორი არ არის დღე, როცა სომხური ტვირთი საქართველოს კი არა, პირდაპირ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გაივლის“ - ალიევი

“შორი არ არის დღე, როცა სომხური ტვირთი საქართველოს კი არა, პირდაპირ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გაივლის“ - ალიევი

“თუ დღეს სომხური ტვირთის ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხდება, დადგება დღე და ეს დღე შორს არ არის, როცა სომხური ტვირთი პირდაპირ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გაივლის,“ - ციტირებს ბიზნესპრესნიუსი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებას, რომელიც მან დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას გააკეთა.

მისი თქმით, სომხეთმა აზერბაიჯანის გავლით რუსეთში ტვირთის ტრანზიტი მოითხოვა.

ალიევის შეფასებით, დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში “ყველასთვის კარგად ცნობილი მიზეზების გამო” აზერბაიჯანს მეზობლებიდან მხოლოდ სომხეთთან არ ჰქონდა კარგი და მჭიდრო სამუშაო ურთიერთობა. თუმცა “დე ფაქტო მშვიდობის დამყარების შემდეგ” ორმა ქვეყანამ “ეკონომიკური თანამშრომლობა და საექსპორტო ოპერაციები დაიწყო.” განაგრძეთ კითხვა

იხილეთ ასევე: