ავტორი:

"ამდენი საბურავი სად წავიღოთ?! მე 600 ათასი ლარის ჯარიმა დამადეს, რომელსაც ჯიშ-ჯილაგი რომ ამოვყიდო, ვერ გადავიხდი“ - მეორადი საბურავების რეალიზატორები აქციას მართავენ

"ამდენი საბურავი სად წავიღოთ?! მე 600 ათასი ლარის ჯარიმა დამადეს, რომელსაც ჯიშ-ჯილაგი რომ ამოვყიდო, ვერ გადავიხდი“ - მეორადი საბურავების რეალიზატორები აქციას მართავენ

ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე მეორადი საბურავების რეალიზატორების აქცია მიმდინარეობს.

ისინი 1-ლი იანვრიდან ამოქმედებულ რეგულაციას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია თბილისის სხვადასხვა ზონაში აიკრძალა. კანონის დარღვევა კი 2500 ლარიდან 30 000 ლარამდე ჯარიმას გულისხმობს.

აგლაძის ქუჩაზე მდებარე მაღაზიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი იძულებულები არიან ობიექტები დახურონ და შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

საბურავების რეალიზატორები ითხოვენ, მთავრობამ გონივრული ვადა ან ალტერნატიული ფართები გამოუყოს, სადაც საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ.

"მე პირადად ბანკის ვალი მაქვს და ჩემნაირი არის აქ 80%. კარგია, დაკეტე, რით ვიხადოთ ეს ბანკის ვალი?! შემოსავლების სამსახური შემომივიდა და მე პირადად პროცენტულად დამითვალა 195% მოგება, რომელიც არარეალურია და დამადო 600 000 ლარის ჯარიმა, რომელსაც ჯიშ-ჯილაგი რომ ამოვყიდო, ვერ გადავიხდი. შანსი არ არის. ამდენი ვალდებულების მერე, რომ მეუბნები, დაკეტე, სად წავიდე, რა ქნას ამ ხალხმა?! მე სტუდენტი მყავს, პატარა მყავს, ოჯახს ვარჩენ ამით, მეტი შემოსავალი არაფერი არ გვაქვს“,- განაცხადა აქციის მონაწილემ ტელეკომპანია "პირველთან“. გააგრძელეთ კითხვა