ავტორი:

"გუშინ მას ვუყურე, ამ მშვენიერ მზის სათვალეში... რა ჯანდაბა მოხდა?!" - ტრამპი ემანუელ მაკრონზე

"გუშინ მას ვუყურე, ამ მშვენიერ მზის სათვალეში... რა ჯანდაბა მოხდა?!" - ტრამპი ემანუელ მაკრონზე

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს მზის სათვალის ტარების გამო დასცინა.

"გუშინ მას ვუყურე, ამ მშვენიერ მზის სათვალეში... რა ჯანდაბა მოხდა?!" - იკითხა ტრამპმა.

ცნობისთვის, ემანუელ მაკრონი უკვე რამდენიმე დღეა დახურულ სივრცეში მზის სათვალით ჩნდება.

ავიატორის სტილის სათვალით საფრანგეთის პრეზიდენტის გამოჩენამ არაერთი სპეკულაცია გამოიწვია. მაკრონი ამბობს, რომ მას თვალზე მცირე პრობლემა აქვს, რის გამოც სათვალის ტარებას ამჯობინებს.