ავტორი:

"მშობლებმა შვილებს შეცდომების დაშვების უფლება უნდა მისცენ" - დევიდ ბეკჰემი

"მშობლებმა შვილებს შეცდომების დაშვების უფლება უნდა მისცენ" - დევიდ ბეკჰემი

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბეკჰემი აცხადებს, რომ "მშობლებმა შვილებს შეცდომების დაშვების უფლება უნდა მისცენ".

  • აღნიშნული განცხადება ვეტერანმა ფეხბურთელმა CNBC-ის ეთერში გააკეთა. გადაცემა გასულ შაბათსაა ჩაწერილი, მანამდე, ვიდრე ბრუკლინ ბეკჰემი სკანდალურ პოსტს გამოაქვეყნებდა.

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ განცხადებაში ბრუკლინი ამბობს, რომ მისი მშობლები მედიის საშუალებით ოჯახის შესახებ “ნარატივებს აკონტროლებდნენ“ და ცდილობდნენ მეუღლესთან, ნიკოლა პელც ბეკჰემთან მისი ურთიერთობა "დაენგრიათ“.

"არ მსურს ოჯახთან შერიგება, ახლა არავინ მაკონტროლებს, პირველად ჩემს ცხოვრებაში საკუთარ თავს თვითონ ვიცავ", - დაწერა ბრუკლინმა სოციალურ ქსელში.

დევიდ ბეკჰემი CNBC-ის ეთერში კონფლიქტს პირდაპირ არ შეხებია, თუმცა ირიბად ისაუბრა შვილებზე და სოციალური მედიიდან მომავალ საფრთხეებზე.

"შევძელი ჩემი პლატფორმა და გამომწერები UNICEF-ის სასარგებლოდ გამომეყენებინა, იმისთვის რომ ხალხს ბავშვებთან დაკავშირებულ გლობალურ საკითხებზე თვალები ახელოდა, დღეს ეს ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია.

  • იგივეს ვცდილობდი ჩემი შვილებისთვისაც, მინდოდა მათთვის მესწავლებინა. ისინი შეცდომებს უშვებენ. ბავშვებს აქვთ შეცდომების დაშვების უფლება. ასე სწავლობენ და ზოგჯერ მათ უნდა მისცე უფლება, თავად დაუშვან ეს შეცდომები", - თქვა დევიდ ბეკჰემმა.

ბრუკლინს წარსულში ფოტოგრაფიასა და კულინარიაში მოსინჯა ბედი, 2017 წელს მან ფოტოალბომი გამოსცა სახელწოდებით What I See, ხოლო 2024 წელს ცხარე სოუსის ბრენდი Cloud23 დააფუძნა. ამასთან ერთად ის სოციალურ მედიაში საკუთარ კულინარიულ ვიდეოებსაც აქვეყნებდა.

წყარო

  1. ნახეთ ასევე:
  2. "მამა იმ შემთხვევაში შემხვდებოდა, თუ იქ ნიკოლა არ იქნებოდა... ეს სახეში სილის გაწვნას ჰგავდა" - ბრუკლინ ბეკჰემი მშობლებთან დაპირისპირების დეტალებს აღწერს