თბილისში კვლავ ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი ნარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, -6 გრადუსამდე დაეცემა, ხოლო დღისით მაქსიმუმ +2, +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლსა და კახეთში (რუსთავი, გორი, თელავი, სიღნაღი) შენარჩუნდება მკვეთრად ცივი, თუმცა უნალექო ამინდი. ღამით ყინვა -12 გრადუსამდეა მოსალოდნელი.
აღსანიშნავია, რომ 22 იანვარი დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებსა და სანაპირო ზოლში (ბათუმი, ფოთი, ქუთაისი, ზუგდიდი) უნალექოდ ჩაივლის. თუმცა, უკვე 23 იანვრიდან აქ კვლავ წვიმაა მოსალოდნელი.
ბარი: დღისით +7, +10 გრადუსი.
ყველაზე დაბალი ტემპერატურა კვლავ აღმოსავლეთ საქართველოს მთაში (ბაკურიანი, გუდაური, ახალქალაქი) დაფიქსირდება, სადაც ღამის საათებში ყინვა -18 გრადუსს მიაღწევს.