ავტორი:

"შეგვიძლია, გაყინული რუსული აქტივებიდან 1 მილიარდი დოლარი "მშვიდობის საბჭოს“ გავუგზავნოთ" - ვლადიმერ პუტინი

"შეგვიძლია, გაყინული რუსული აქტივებიდან 1 მილიარდი დოლარი "მშვიდობის საბჭოს“ გავუგზავნოთ" - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს "მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მოსკოვი პასუხს მას შემდეგ გასცემს, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრო დოკუმენტებს განიხილავს და კონსულტაციებს გამართავს სტრატეგიულ პარტნიორებთან.

  • "ყოველთვის ვუჭერდით და ვუჭერთ მხარს ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საერთაშორისო სტაბილურობის განმტკიცებისკენ“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, მოსკოვი მზადაა, „მშვიდობის საბჭოსთვის“ მილიარდი აშშ დოლარი გადარიცხოს აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს გაყინული სავალუტო რეზერვებიდან.

"ახლაც კი, სანამ „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობასა და მუშაობაში ჩვენი მონაწილეობა გადაწყდება, პალესტინელ ხალხთან რუსეთის განსაკუთრებული ურთიერთობის გათვალისწინებით, ვფიქრობ, შეგვიძლია, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს გაყინული რუსული აქტივებიდან „მშვიდობის საბჭოსთვის“ ერთი მილიარდი აშშ დოლარი გავგზავნოთ“, - განაცხადა პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე.