ავტორი:

"შეთანხმებაში გრენლანდიის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გადაცემის საკითხი დაფიქსირებული არ არის" - რა დეტალები ხდება ცნობილი

"შეთანხმებაში გრენლანდიის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გადაცემის საკითხი დაფიქსირებული არ არის" - რა დეტალები ხდება ცნობილი

გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმება დანიის სუვერენიტეტს პატივს სცემს, - ამის შესახებ გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

  • Axios-ის წყაროების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ნატო-ს გენერალური მდივნის მარკ რუტეს მიერ გრენლანდიასთან დაკავშირებით განხილული „მომავალი შეთანხმების ჩარჩო“ კუნძულზე დანიის სამეფოს სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპს ითვალისწინებს.

წყაროებმა გამოცემას განუცხადეს, რომ შეთანხმებაში გრენლანდიის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გადაცემის საკითხი დაფიქსირებული არ არის.

გამოცემა წერს, რომ გეგმა აშშ-სა და დანიას შორის 1951 წლის „გრენლანდიის თავდაცვის შესახებ შეთანხმების“ განახლებას, გრენლანდიაში უსაფრთხოების გაძლიერებას, არქტიკაში ნატო-ს აქტივობების გაზრდას და რუსეთისა და ჩინეთის „მავნე გავლენის“ წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს.

ასევე, წინადადება გრენლანდიაში აშშ-ის მიერ "ოქროს გუმბათის“ განთავსების გეგმას მოიცავს.