ავტორი:

ბარონ ტრამპმა გადაარჩინა გოგონა, რომელსაც ყოფილი შეყვარებული სცემდა - "ეს ღვთის საჩუქარი იყო": რას თქვა დაზარალებულმა სასამართლოზე

ბარონ ტრამპმა გადაარჩინა გოგონა, რომელსაც ყოფილი შეყვარებული სცემდა - "ეს ღვთის საჩუქარი იყო": რას თქვა დაზარალებულმა სასამართლოზე

დონალდ ტრამპის უმცროსმა ვაჟმა, ბარონ ტრამპმა მეგობარი გოგონა სიკვდილს გადაარჩინა და მოძალადე ექსშეყვარებულისგან იხსნა.

19 წლის ბარონი ბრიტანული სასამართლოს ყურადღების ცენტრში მოექცა. როგორც ირკვევა, მან ბრიტანეთში მცხოვრები მეგობარი გოგონას სიცოცხლე გადაარჩინა.

როდესაც ბარონმა FaceTime-ით ვიდეოზარის დროს დაინახა, რომ გოგონას ყოფილი შეყვარებული ფიზიკურად უსწორდებოდა, მან აშშ-დან ბრიტანეთის პოლიციაში დარეკა და ამბავი სამართალდამცველებს შეატყობინა.

  • შემთხვევა გასულ წელს მოხდა, თუმცა დეტალები ახლა, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას გახდა ცნობილი.

ქალმა სასამართლოს განუცხადა, რომ 22 წლის მათვე რუმიანცევი თავს მას შემდეგ დაესხა, რაც ბარონ ტრამპთან მისი მეგობრობის გამო. ეჭვიანობის ნიადაგზე კონფლიქტი მოუვიდათ. თავდასხმის დროს გოგონამ მოახერხა და ბარონს ვიდეო ზარით დაურეკა.

ბარონმა მყისიერად დარეკა ბრიტანეთის სამაშველო სამსახურში.

  • "ახლახან დამირეკა ნაცნობმა გოგონამ. მას სცემენ. ეს ნამდვილად საგანგებო შემთხვევაა, გთხოვთ, იჩქარეთ. ვიდეოზარით ვხედავდი, როგორ უსწორდებოდა მას ვიღაც მამაკაცი,“ - ისმოდა ბარონ ტრამპის ხმა ჩანაწერში, რომელიც სასამართლოზე წარადგინეს.

დაზარალებულმა ნაფიც მსაჯულებს უთხრა, რომ ბარონმა მისი სიცოცხლე იხსნა და ეს ზარი მისთვის "ღვთის ნიშანი“ იყო.

პოლიციელებმა თავდაპირველად არ იცოდნენ, ვინ იყო ინფორმატორი. სამხრე კამერის ჩანაწერებში ჩანს, როგორ ეუბნებიან გოგონას, რომ მათ აშშ-დან დაუკავშირდნენ.

"მე ბარონ ტრამპის, დონალდ ტრამპის შვილის მეგობარი ვარ", - პასუხობს გოგონა ოფიცრებს.

ამის შემდეგ მან ბარონს გადაურეკა, რათა პოლიციის ინფორმაცია გადაემოწმებინა. ბარონმა დაადასტურა.

ბარონ ტრამპი, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკის უნივერსიტეტის (NYU) სტუდენტია, მამის საარჩევნო კამპანიაში მნიშვნელოვან ფიგურად იქცა

დონალდ ტრამპმა არაერთხელ აღნიშნა, რომ სწორედ ბარონის დამსახურებაა მისი პოპულარობა ახალგაზრდებში. ვაჟის რჩევით სტუმრობდა ტრამპი იმ პოპულარულ ინტერნეტ-გადაცემებს (პოდკასტებს), რომლებსაც მილიონობით ახალგაზრდა უყურებს, რამაც მას არჩევნებში მათი მხარდაჭერა მოუტანა.

გარდა პოლიტიკური გავლენისა, 2 მეტრი სიმაღლის ბარონი ბიზნესითაც არის დაინტერესებული. სამომავლოდ მაღალი კლასის გოლფ-კლუბებისა და რეზიდენციების მშენებლობას გეგმავს.

წყარო