ავტორი:

ტაივანელი მამაკაცი, რომელიც ბათუმში თავს ინვესტორად ასაღებდა, საკუთარი ქვეყნიდან გაქცეული და ძებნილი ნარკოდამნაშავე აღმოჩნდა - ifact

ტაივანელი მამაკაცი, რომელიც ბათუმში თავს ინვესტორად ასაღებდა,  საკუთარი ქვეყნიდან გაქცეული და ძებნილი ნარკოდამნაშავე აღმოჩნდა -  ifact

ფოტოზე: ცენტრში თომას შუ

  • ტაივანელი მამაკაცი, რომელიც ბათუმს მსხვილ უცხოელ ინვესტორად გაეცნო, სინამდვილეში საკუთარი ქვეყნიდან 2014 წელს გაქცეული და ამჟამადაც ძებნილი ნარკოდამნაშავეა. ამის შესახებ საგამოძიებო სტატიას iFact აქვეყნებს.

ინვესტორი, რომელიც თომას შუს სახელით არის ცნობილი, სინამდვილეში ტაივანში დაბადებული მინგ ჩინ ჰსუა. მან ტაივანი 2014 წელს მას შემდეგ დატოვა, რაც სასამართლომ მეტამფეტამინის დამზადებისთვის დამნაშავედ ცნო;

ტაივანის დატოვების შემდეგ მან ფილიპინებისა და კამბოჯას მოქალაქეობა მიიღო და სახელიც შეიცვალა;

სამი ქვეყნის პოლიცია თომას შუს 2016 წელს 364 მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკების გადაზიდვის დაფინანსებაშიც ეჭვმიტანილად მიიჩნევს, რაც აზიის მსხვილ ნარკოსინდიკატს - "სემ გორს“ (Sam Gor) უკავშირდება (შუსთვის ბრალი ოფიციალურად არ წაუყენებიათ, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ტაივანსა და კამბოჯას შორის ექსტრადიციის ხელშეკრულება არ არსებობს);

შუ საქართველოში 2021 წელს ჩამოვიდა, როგორც კამბოჯური უძრავი ქონების გიგანტის, “ლიქსინ გრუპის” (Lixin Group) წარმომადგენელი. ის კომპანიის სახელით, მაღალი დონის ღონისძიებებს ესწრებოდა. თუმცა, დღეს Lixin Group-ის ადვოკატები ყველაფერს უარყოფენ და აცხადებენ, რომ შუს მათ ჯგუფთან კავშირი არ ჰქონია;

2022 წლის მაისში, გადაჭედილი სტადიონის ცენტრში მდგარი, მუქ ლურჯ კოსტიუმში გამოწყობილი მამაკაცი ათასობით გულშემატკივრის ოვაციებით ტკბებოდა. მან საზეიმოდ ჩაიბარა სამახსოვრო ჯილდო, რომლითაც იგი საქართველოს საფეხბურთო ლიგის ერთ-ერთი წამყვანი გუნდის, ბათუმის "დინამოს“ საპატიო პრეზიდენტად დასახელდა.

სამახსოვრო დაფაზე მითითებული იყო მამაკაცის ვინაობა - თომას შუ, "Lixin Group“-ის დამფუძნებელი, რომელიც კამბოჯაში უძრავი ქონების მსხვილი დეველოპერია. ამ კომპანიას ბათუმის "დინამოსთან“ მთავარი სპონსორობის შესახებ ხელშეკრულება ახალი გაფორმებული ჰქონდა.

2022 წლის მაისის საფეხბურთო ღონისძიება შუს მიერ განხორციელებული ინვესტიციების ერთგვარი კულმინაცია იყო. ის ახალი ჩამოსული იყო საქართველოში და დიდ დაპირებებს გასცემდა იმის შესახებ, თუ რის გაკეთება შეეძლო მას და "Lixin Group“-ს საქართველოსთვის.... სტატია ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე