თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი მორიგი პროცესი მიმდინარეობს.
"მიშას პროცესზე ვართ, მიშა ჭაღარა. სახეზე ციხის ფერით. შემოვიდა ღიმილით, უფრო სიცილით... პიჯაკით, ჰალსტუხით, როგორც შეეფერება მის სტატუსს. ყველას ათვალიერებს დარბაზში, რომელიც სავსეა. ძალიან დიდი ნაწილი ვერ შემოვიდა.
სიტყვით მიმართავს დარბაზს.“თუ ჩვენ, როგორც საზოგადოება ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე, რაც გულისხმობს დავძლევთ შიშს, ჩვენ გავიმარჯვებთ.” გმირობის და ბრძოლის მაგალითი გვანახეს ახალგაზრდებმა, რომლებიც პატიმრობაში არიან. მეც შევეცადე თქვენთვის მეჩვენებინა იგივე, ამიტომაც დაბრუნდი საქართველოში.
არსებობს მიშას თაობა, რომელიც რევოლუციის შემდეგ დაიბადა, მივესალმები მათ. მე თქვენთან ერთად ვემზადები მომავლისთვის. მე რომ გარეთ ვიყო და გადაადგილება შემეძლოს, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში. ჩვენი პესპექტივა სწრაფ ცვლილებებშია. ვინც ჯერ კიდევ იმით ხარობს რომ მისმა პარტიამ სხვა პარტიაზე მეტი მიიღო იმას არაფერი უსწავლია. ახლა მხოლოდ გაერთიანება გადაგვარჩენს.
რით ვერ მიხვდით რომ ყველა შესაჭმელად ჰყავს გამზადებული. კი, ჩაბნელებულია უკრაინა, მაგრამ ჩვენ ჩაბნელებული საქართველოც გვინახავს, რომელიც განათდა. უკრაინელები ძალიან გამძლე ხალხია და რადგან ისინი არ არიან დამარცხებულები, ჩვენ ყველა გავიმარჯვებთ.
დარბაზში ტაშია.
პ.ს. ბოლოს თეა ადეიშვილს ულოცავს დაბადების დღეს..." - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.