ესთეტიკური მედიცინის სიახლე, მსოფლიო დონის ლაზერული სისტემა, Cutera Excel V+, უკვე საქართველოში, ექსკლუზიურად მხოლოდ „ნეო-ნეო“-ს ესთეტიკურ ცენტრშია ხელმისაწვდომი.
Cutera Excel V+ არის ამერიკული წარმოების უახლესი, მაღალტექნოლოგიური აპარატი, რომელიც რეკომენდებულია FDA-ს მიერ (აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის), რაც მის უმაღლეს ხარისხსა და უსაფრთხოებას ადასტურებს.
„ნეო-ნეო“ ტრადიციულად ფეხს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და უახლეს მიდგომებს ესთეტიკურ მედიცინაში, რაც უმაღლესი ხარისხის სერვისსა და უსაფრთხოებას განაპირობებს. ინოვაციური ტექნოლოგიის, Excel V+ -ის დანერგვა კიდევ ერთი დასტურია, რომ ცენტრი საქართველოს ბაზარზე მუდმივ ინოვატორად რჩება.
კონკრეტულად, რა ჩვენებების დროს გამოიყენება Cutera Excel V+ ლაზერული სისტემა?
Excel V+ არის ყველაზე მძლავრი და ზუსტ ლაზერულ ტექნოლოგია, რომელიც ებრძვის სისხლძარღვოვან პათოლოგიებს, პიგმენტაციასა და კანის სხვადასხვა დეფექტს. აპარატი აერთიანებს ორ უნიკალურ ტალღის სიგრძეს, რაც საშუალებას იძლევა, მკურნალობა ინდივიდუალურ ჩვენებაზე მორგებული, უსაფრთხო და მაქსიმალურად ეფექტური იყოს.
დერმატო-კოსმეტოლოგიაში აპარატი კანის იდეალური ტექსტურის მისაღწევად გამოიყენება და ექიმი-კოსმეტოლოგის ან დერმატოლოგის შეუცვლელი ასისტენტია.
ის ეფექტურად უმკლავდება ისეთ რთულ პრობლემებს, როგორიცაა:
აპარატი წარმატებით აქრობს:
მკურნალობის პროცესი არის სწრაფი, ხოლო ჩაშენებული გაგრილების სისტემა (Sapphire Cooling) უზრუნველყოფს პაციენტის მაქსიმალურ კომფორტს, პროცედურები კი მაქსიმალურად უმტკივნეულოა.
„ნეო-ნეოში“ აღნიშნავენ, რომ ასეთი მაღალტექნოლოგიური აპარატი მხოლოდ ინსტრუმენტია, რომელსაც შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. Excel V+ -ის უნიკალური შესაძლებლობები და შთამბეჭდავი შედეგები მხოლოდ პროფესიონალი ექიმების ხელში ვლინდება.
„„ნეო-ნეოში“ თქვენ დაგხვდებათ მაღალკვალიფიციური გუნდი, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ გამოიყენოს ამერიკული ტექნოლოგიის სიმძლავრე თქვენს სასარგებლოდ“, - აღნიშნავენ ესთეტიკური მედიცინის ცენტრში.
ენდეთ ინოვაციებს, აირჩიეთ „ნეო-ნეო“ და დატკბით ჯანსაღი, სუფთა კანით!
R