აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა "მშვიდობის საბჭოს“ წესდებას ხელი მოაწერა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
"საბჭოს პოტენციალი აქვს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო გახდეს“, - განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, საბჭოს კიდევ უფრო მეტი ქვეყნის ლიდერი შეუერთდება.
"წერილები რამდენიმე დღის წინ გავაგზავნეთ. აქ მხოლოდ ის ქვეყნებია, რომლებიც შემთხვევით დავოსში იმყოფებიან“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.