ქსელურ სუპერმარკეტებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შევიდა. ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" ინფორმაციას შესაბამის ასოციაციაში უდასტურებენ.
“შესამოწმებლად მოგვმართეს განჩინებებით და ამოიღეს სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია. ამოღებულია ხელშეკრულებები, ინვოისები, ფაქტურები. მშვიდობიანი ფორმით“, - აცხადებენ რითეილ ასოციაციაში.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 24 დეკემბერს განაცხადა, რომ სურსათის ევროპულ და ქართულ ფასებს შორის დიდი სხვაობა განპირობებულია სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატით, რაც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს... წაიკითხეთ ვრცლად