ავტორი:

"არ დაგიმალავთ, იმ დღეს ბევრს უნდოდა ფოტოს გადაღება - ეს იყო პერფორმანსი და ამის გასაღება, რომ ვარ ორგანიზატორი, არ შეიძლება" - პაატა მანჯგალაძე 4 ოქტომბრის მოვლენებზე

"არ დაგიმალავთ, იმ დღეს ბევრს უნდოდა ფოტოს გადაღება - ეს იყო პერფორმანსი და ამის გასაღება, რომ ვარ ორგანიზატორი, არ შეიძლება" - პაატა მანჯგალაძე 4 ოქტომბრის მოვლენებზე

ეს იყო პერფორმანსი, როგორც ფოტოს გადაღება და ამის გასაღება, რომ ვარ ორგანიზატორი, არ შეიძლება, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულმა, "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

  • მისი განმარტებით, ფოტო, რომელიც პროკურატურას მის წინააღმდეგ მტკიცებულების სახით აქვს წარმოდგენილი, გადაღებული იყო როგორც პერფორმანსი. მანჯგალაძის თქმით, ფოტოს გადაღება მას სთხოვეს, რაზეც უარი ვერ თქვა, ხოლო უშუალოდ ფოტოს შინაარსი არ ასახავს იმას, რომ "რაღაც ორგანიზებული იყო დაგეგმილი".

ამასთან, მისი თქმით, ციხიდან დარეკვა აკრძალული აქვს.

"ადამიანმა თვითონაც რომ თქვას, რომ ორგანიზატორია, ეს ვერ ჩაითვლება ორგანიზატორობად....მხოლოდ ვიყავი იმიტომ, რომ მედიამ მითხრა, თუ შეიძლება, ოფისის წინ კომენტარი მიმეცა ამ მედიასაშუალებისთვის, შემდეგ, თუ გადავიღებდი ფოტოს აღნიშნულ ადამიანებთან ერთად. 15 წუთის შემდეგ რომ მივსულიყავი, იმ ფოტოში მე არ ვიქნებოდი, იქნებოდნენ სხვა ადამიანები. ეს იყო პერფორმანსი, როგორც ფოტოს გადაღება.

არ დაგიმალავთ, იმ დღეს ბევრს უნდოდა ფოტოს გადაღება. ეს არ ნიშნავს სისხლის სამართლისთვის რაც არის მნიშვნელოვანი, რომ მართლსაწინააღმდეგო რაღაც ორგანიზებული იყო დაგეგმილი. პერფორმანსი იყო და ამის გასაღება, რომ ვარ ორგანიზატორი, არ შეიძლება“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა,

რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.