ავტორი:

"ვიცი, რომ გამოფიტულად ვჩანვარ... წონაში დავიკელი და ამის მიზეზი არსებობს" - ყოფილი მოდელის ფოტოებმა ხალხო შეაშფოთა: რას პასუხობს მათ ქეით პრაისი

"ვიცი, რომ გამოფიტულად ვჩანვარ... წონაში დავიკელი და ამის მიზეზი არსებობს" - ყოფილი მოდელის ფოტოებმა ხალხო შეაშფოთა: რას პასუხობს მათ ქეით პრაისი

ყოფილმა მოდელმა ქეით პრაისმა აღიარა, რომ მას შემდეგ რაც გასულ კვირას მისი და ქალიშვილის ფოტოები გავრცელდა, საკუთარი "გამოფიტული სხეულის" ნახვისას შოკში ჩავარდა.

ხუთი შვილის დედა, 47 წლის ქეითი, მაშინ გადაიღეს როდესაც ის 18 წლის ქალიშვილ პრინცესასთან ერთად, ლონდონის ცენტრში მდებარე პრესტიჟულ უნივერმაღ Selfridge s- ს სტუმრობდნენ. სამწუხაროდ შოპინგზე სასიამოვნო გასვლა გულშემატკივართა შეშფოთებამ დაჩრდილა — ქეითის გარეგნობა ბოლო დროს მისი წონაში კლების გამო ბევრმა საგანგაშოდ ჩათვალა.

მას შემდეგ, რაც პრინცესამ დედა-შვილის შოპინგის ვიდეო Instagram-ზე გააზიარა, კომენტარები ქეითის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შეშფოთებული მესიჯებით აივსო. ფოტოების გავრცელებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ქეითმა პირველად ისაუბრა აღნიშნულ ფაქტზე და განაცხადა, რომ სურათების ნახვის შემდეგ „შეეშინდა“ და გადაწყვიტა, სამედიცინო დახმარებას მიმართოს, რათა საკუთარი წონაში კლების მიზეზი გაარკვიოს.

“პირველ რიგში, ფოტოგრაფი საერთოდ არ დაგვინახავს — საშინლად წვიმდა და მატარებლისკენ გავრბოდით. როდესაც ის ფოტოები ვნახე, შოკში ჩავვარდი, ისინი აშკარად დამუშავებულია, ჩემი სახე ასე ცუდად არ გამოიყურება. ვიცი, რომ გამოფიტულად ვჩანვარ, მაგრამ ღმერთო ჩემო… ისე გამოვდივარ, თითქოს ავად ვარ — სწორედ ამიტომ ხვალ ექიმთან მივდივარ. არ ვიცი, რამდენჯერ უნდა ვუთხრა ხალხს, დიახ, ვიცი, რომ წონაში დავიკელი და აშკარაა, ამის მიზეზი არსებობს, რაზეც ექიმსაც ვუთხარი" - განაცხადა ქეითი პრაისმა თავის პოდკასტის The Katie Price Show-ის ბოლო ეპიზოდში, რომელიც ასევე მის დას სოფის მიჰყავს და შემდეგ დაამატა რომ "წონაში მომატება უნდა, მაგრამ ვერ ახერხებს მიუხედავად იმასა რომ ყველანაირ საკვებს იღებს".

პოდკასტის სხვა ნაწილში ქეითი საკუთარ შვილ 23 წლის ჰარვისთან ურთიერთობებსაც შეეხო, ჰარვის ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა , მათ შორის პრადერ-ვილის სინდრომი, სეპტო-ოპტიკური დისპლაზია, აუტიზმი, ADHD და კორტიზოლის დეფიციტი აწუხებს. ამჟამად ის საცხოვრებლად ცალკე სახლში აპირებს გადასვლას, რაც დედისთვის კიდევ ერთი შეშფოთების მიზეზი გახდა.

წყარო