ავტორი:

შორეულ გალაქტიკაში უზარმაზარმა შავმა ხვრელმა “გამოიღვიძა“ - რას ნიშნავს ეს?

შორეულ  გალაქტიკაში უზარმაზარმა შავმა ხვრელმა  “გამოიღვიძა“ - რას ნიშნავს ეს?

ნიდერლანდებში მდებარე დაბალი სიხშირის ანტენათა მასივმა (LOFAR) სინტერესო მოვლენა დააფიქსირა, J1007+3540-ის სახელწოდების მატარებელ შორეული გალაქტიკის ცენტრში მდებარე უზარმაზარმა შავმა ხვრელმა 100 მილიონი წლის განმალობაში “ძილის“ შემდეგ გამოიღვიძა და კოსმოსური ვულკანივით დაიწყო ამოფრქვევა“

მეცნიერების განცხადებით J1007+3540 უზარმაზარ გალაქტიკურ გროვაში მდებარეობს, რომელიც უკიდურესად ცხელი აირითაა სავსე, ეს ძლიერ გარე წნევას ქმნის, რომელიც ბევრად აღემატება იმას, რაც ჩვეულებრივ რადიოგალაქტიკებში გვხვდება. თავად ზემასიური შავი ხვრელი მიერ წარმოქმნილი ჭავლების გამოსხივება კი დაახლოებით ერთ მილიონ სინათლის წელს მოიცავს. მკვლევრებმა აღნიშნული პროცესი “არეულ, ქაოსურ ბრძოლად“ დაახასიათეს, რომელიც შავი ხვრელის ახლად წარმოქმნილ ჭავლებსა და გალაქტიკების მასიური გროვის “გამანადგურებელ წნევას“ შორის მიმდინარეობს.

აღნიშნული მოვლენები ასევე ინდოეთში მდებარე გიგანტურმა მეტროტალღოვანმა რადიოტელესკოპმაც (uGMRT) დააფიქსირა.

“ეს კოსმოსურ ვულკანს ჰგავს, რომელიც დიდი ხნის სიმშვიდის შემდეგ კვლავ ამოიფრქვევა, თუმცა ეს ვულკანი იმდენად დიდია, რომ შეუძლია სივრცეში თითქმის მილიონი სინათლის წლის სიგრძის სტრუქტურების ჩამოაყალიბოს“ -— განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა შობა კუმარიმ, ინდოეთის ქალაქ მიდნაპორის კოლეჯიდან.

ასტრონომების მიერ გადაღებული რადიოგამოსახულებები კომპაქტურ და ძალიან კაშკაშა შიდა ჭავლს აჩვენებს. ეს, მათი თქმით, “უდავო ნიშანია“, რომ შავმა ხვრელმა ახლახან გაიღვიძა.

ამის გარდა გამოსახულებებზე ძველი და უკვე ჩამქრალი პლაზმის ერთგვარი “კოკონები“ ჩანს. მიჩნეულია, რომ ეს შავი ხვრელის წინა ამოფრქვევების ნარჩენებია.

როდესაც ჭავლი დიდ მანძილზე იჭრება, ის იხრება, იკუმშება და დეფორმირდება, რაც გამოსახულებებზე გრძელი და მკრთალი გამოსხივების “კუდით“ აისახება. მეცნიერების თქმით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ მაგნიტური ტალღა გალაქტიკების გროვის შიგნით მიიზლაზნება და უკან “ათობით მილიონი წლის წინ წარმოქმნილ, ბურუსის მსგავს კვალს“ ტოვებს.

გავრცელებული თეორიით გალაქტიკების უმეტესობის ცენტრში ზემასიური შავი ხვრელი მდებარეობს, თუმცა მხოლოდ ზოგიერთ მათგანს შეუძლია რადიოგამოსხივებადი, მაგნიტიზებული პლაზმის უზარმაზარი ჭავლების წარმოქმნა.

წყარო