ავტორი:

უკრაინა, რუსეთი და აშშ, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან პირველად, სამმხრივ მოლაპარაკებას გამართავენ - რა დეტალებია ცნობილი აბუ-დაბიში დაგეგმილ შეხვედრაზე

უკრაინა, რუსეთი და აშშ, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან პირველად, სამმხრივ მოლაპარაკებას გამართავენ - რა დეტალებია ცნობილი აბუ-დაბიში დაგეგმილ შეხვედრაზე

დღეს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში, აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება. ეს არის ამ ტიპის პირველი შეხვედრა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

  • რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა აბუ-დაბიში რუსეთის დელეგაციას მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი ადმირალი იგორ კოსტიუკოვი უხელმძღვანელებს.

"შემიძლია დავამატო, რომ ჩვენმა დელეგაციამ რუსეთის პრეზიდენტისგან კონკრეტული ინსტრუქციები მიიღო, ამერიკელებთან დღევანდელი საუბრის ყველა დეტალის გათვალისწინებით“, - განაცხადა უშაკოვმა.

მისი თქმით, სამმხრივი შეხვედრის გარდა, კრემლის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი და აშშ-ის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აშშ-რუსეთის ორმხრივ შეხვედრას უხელმძღვანელებენ.

თავის მხრივვ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ 23 და 24 იანვარს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის სამუშაო ჯგუფებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. ჯერჯერობით ცნობილი არ არის ვინ იქნებიან ამერიკელები და უკრაინის წარმომადგენლები ამ შეხვედრაზე.