აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დავოსში ეკონომიკურ სამიტზე იმყოფებოდა, რა დროსაც, მედიას არ გამოჰპარვია შესამჩნევი სილურჯეები მის ხელებზე.

"ამბობენ, რომ თუ გული გიყვარს, ასპირინი დალიე, მაგრამ თუ არ გინდა, რომ ოდნავ სისხლჩაქცევები გაგიჩნდეს, ასპირინი არ მიიღო. მე დიდი რაოდენობით ასპირინს ვიღებ.


ტრამპის ხელებზე სისხლჩაქცევები მანამდეც შენიშნეს. მაშინაც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყოველდღიურად იმაზე მეტ ასპირინს იღებს, ვიდრე ქიმები ურჩევენ, რადგან სურს, "გულში სასიამოვნო, თხელი სისხლი მიედინებოდეს“.