ავტორი:

ის სინამდვილეში არა თურქი, არამედ ბულგარელია: "ეშრეფ თექის" ცხოვრება ეკრანს მიღმა - თურქული სერიალების ვარსკვლავის სკანდალები და მსახიობი შეყვარებული

ის სინამდვილეში არა თურქი, არამედ ბულგარელია: "ეშრეფ თექის" ცხოვრება ეკრანს მიღმა - თურქული სერიალების ვარსკვლავის სკანდალები და მსახიობი შეყვარებული

ბევრმა არ იცის, რომ თურქული კინოს ვარსკვლავი ჩაათაი ულუსოი, სულაც არ გეგმავდა ეკრანზე გამოჩენას. სტამბოლის უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც ლანდშაფტის არქიტექტურასა და საირიგაციო სისტემებს სწავლობდა, თავისუფალ დროს მწვანე მინდვრებზე სარწყავი მილების დაპროექტებასა და კალათბურთის თამაშს უთმობდა.

  • თუმცა, 2010 წლის ერთმა საღამომ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა: იმავე ღამეს, როდესაც ის "თურქეთის საუკეთესო მამაკაც მოდელად“ დასახელდა, მას სერიალ "ფერიჰას“ პროდიუსერებმა მთავარი როლი შესთავაზეს. ასე დაიწყო ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტის გზა მსოფლიო აღიარებამდე.
მსახიობის ბავშვობა

ემირიდან იამანამდე: კარიერული ტრიუმფი

ჩაათაი ულუსოის მამა წარმოშობით ბულგარელი თურქია (ბულგარეთიდან ემიგრირებული). დედა კი წარმოშობით ბოსნიელია. თურქულ მედიაში ხშირად აღნიშნავენ ხოლმე, რომ სწორედ "ბალკანურმა გენებმა განაპირობა მისი განსხვავებული ვიზუალი".

მშობლებთან და ძმასთან ერთად

ჩაათაი სტამბოლში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა თავის ინტერვიუებში ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ ემიგრანტების ოჯახიდან არის.

მისი დებიუტი 2011 წელს სერიალში "Adını Feriha Koydum“ ნამდვილ ფენომენად იქცა. ემირ სარაფოღლუს პერსონაჟმა ჩაათაი არა მხოლოდ თურქეთში, არამედ მთელ ახლო აღმოსავლეთში უზომოდ პოპულარული გახადა. პოპულარული გახდა ის საქართველოშიც. ამას მოჰყვა ფილმი "ანატოლიის არწივები“, სადაც ლეიტენანტ აჰმედ ონურის როლისთვის მან მფრინავის სპეციალური მომზადებაც კი გაიარა.

ჩაათაი ულუსოი იამან კუპერის როლში, სერიალი - Medcezir

მისი კარიერის პიკად მაინც სერიალი "გზაჯვარედინი“ (Medcezir) მიიჩნევა, სადაც სერენაი სარიქაიასთან ერთად შექმნილმა დუეტმა ყველა რეკორდი მოხსნა. სწორედ ამ პერიოდში ჩაათაიმ თურქეთის ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობებს შორის დაიკავა ღირსეული ადგილი.

ჩაათაი ულუსოი სარეკლამო კამპანიაში ცნობილი ტოპ მოდელთან, ტეილორ ჰილთან ერთად

გარდა ამისა, ამ სერიალის დროს თურქული პრესა ჩაათაისა და სერენაის სასიყვარულო ურთიერთობაზე წერდა. მათი წყვილი დაიშალა, მაგრამ ფანებისთვის დღემდე თურქეთის ყველაზე ლამაზ წყვილად მიიჩნევა.

სერენაი სარიქაიასთან ერთად

დიდი ნარკო სკანდალი: 35 დაკავებული ცნობილი სახე

წარმატების პარალელურად, 2013 წელს მსახიობის ცხოვრებაში ყველაზე ბნელი ფურცელი ჩაიწერა. სტამბოლის ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველომ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის დროსაც 35 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ჩაათაი ულუსოი და მისი პარტნიორი ჯიზემ ქარაჯა.

ჩაათაი ულუსოი და ჯიზემ ქარაჯა

მსახიობს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასა და გავრცელებაში სდებდნენ ბრალს.

მიუხედავად იმისა, რომ საქმე წლების განმავლობაში გრძელდებოდა და ულუსოიმ ციხისთვის თავის არიდება შეძლო.

  • ჩაათაიმ შეძლო რეპუტაციის აღდგენა და სულ მალე Netflix-ის პირველი თურქული ორიგინალური სერიალის, "მცველის" (The Protector) სახე გახდა.

კადრი "ნეტფლიქსის" სერიალიდან

მსახიობის მონაწილეობით თითქმის ყველა სერიალი და ფილმი წარმატებულია. რთულად იპოვით ულუსოის გმირს, რომელიც ფანების სიყვარულით არ სარგებლობს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი როლი სერიალიდან "ძმები", სადაც სარფ ილმაზის როლს ასრულებდა.

ულუსოი სარფ ილმაზის როლში

ამჯერად კი, ნამდვილ გლობალურ ფენომენად იქცა სერიალი "ეშრეფის სიზმარი". სერიალის გადაღებები ჯერ დასრულებული არ არის.

ჩაათაი ულუსოი ეშრეფ თექის როლში

ულუსოის გმირი, ეშრეფ თექი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც.

დიდია ინტერესი მსახიობის პირად ცხოვრებაზე და იმაზე, თუ როგორია ის რეალურად, ეკრანს მიღმა.

პირადი ცხოვრება: რომანები გადასაღებ მოედანზე და ამჟამინდელი რჩეული

ჩაათაი ულუსოის პირადი ცხოვრება ყოველთვის იყო თურქული ტაბლოიდების მთავარი სამიზნე. მსახიობს იშვიათად ნახავთ წვეულებებზე, ის არ საუბრობს გრძნობებზე ინტერვიუებში, რის გამოც "იდუმალ ვარსკვლავად“ მოიხსენიებენ. თუმცა, მისი ხმაურიანი რომანების დამალვა მაინც ვერ მოხერხდა.

მისი ყველაზე განხილვადი რომანი სერენაი სარიქაიასთან სერიალ "გზაჯვარედინის“ გადასაღებ მოედანზე დაიწყო. წყვილი რამდენიმე წლის განმავლობაში ხვდებოდა ერთმანეთს და გულშემატკივრები მათ ქორწილსაც ელოდნენ, თუმცა ურთიერთობა მოულოდნელად დასრულდა.

  • ამის შემდეგ იყო ხანგრძლივი, თითქმის 7-წლიანი კავშირი მსახიობ დუიგუ სარიშინთან, რომელსაც ჩაათაი საგულდაგულოდ მალავდა კამერებისგან. წყვილი საბოლოოდ მაინც დაშორდა.

ამჯერად ჩაათაი კვლავ შეყვარებულია და როგორც თურქული მედია წერს, ის "ისეთი შეყვარებულია, როგორც არასდროს".

ულუსოის რჩეული 29 წლის თურქი მსახიობი, ასლიჰან მალბორაა.

საინტერესოა, რომ ასლიჰანსაც ჩაათაის მსგავსად, ტექნიკური განათლება აქვს - ის ინჟინერ-ქიმიკოსია. წყვილმა ერთმანეთი სერიალ "ქუბრას“ გადასაღებ მოედანზე გაიცნო.

პაპარაცებმა ისინი რამდენჯერმე შენიშნეს ერთად. ჩაათაი დადის შეყვარებული სპექტაკლებზე, თუმცა მსახიობები კომენტარს არ აკეთებენ. ინსაიდერების თქმით, ჩაათაი ძალიან ბედნიერია და ურთიერთობას სიფრთხილით ეკიდება.

ჩაათაი ულუსოი დღეს

დღეს ჩაათაი აღარ არის მხოლოდ "ლამაზი ბიჭი“ ეკრანიდან. ის არის მსახიობი, რომელიც როლისთვის ვიზუალს რადიკალურად იცვლის, იმატებს წონაში ან იზრდის წვერს.

ჩაათაი და თურქული სერიალების კიდევ ერთი ვარსკვლავი ქივანჩ თათლითუღი ახლო მეგობრები არიან

2026 წლისთვის ის კვლავ რჩება თურქული ინდუსტრიის მთავარ დასაყრდენად, რომელმაც დაამტკიცა, რომ ინჟინერიის ფაკულტეტიდან ჰოლივუდის სტანდარტების მქონე ვარსკვლავობამდე გზის გაკვლევა შესაძლებელია.