უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ და ევროპელ გადასახადის გადამხდელებს ყვლეფს, რათა თავისი კორუმპირებული გენერლების ჯიბეები შეავსოს და დაუპირისპირდეს, მისი თქმით, უკანონო აგრესიას, რომელიც გაერო-ს წესდებას არღვევს, - ამის შესახებ ის საგარეო საქმეთა მინისტრი აბარ არაღჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
"ბატონო ზელენსკი, მსოფლიოს ყელში ამოუვიდა დაბნეული ჯამბაზები. თქვენი უცხოეთიდან მხარდაჭერილი და დაქირავებული ჯარისკაცებით სავსე არმიისგან განსხვავებით. ჩვენ, ელებმა, ვიცით, როგორ დავიცვათ თავი და არ გვჭირდება უცხოელებისთვის დახმარების თხოვნა“, - წერს არაღჩი.
ცნობისთვის, მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში სიტყვით გამოსვლისას ირანის შესახებ ისაუბრა.
"ირანში მიმდინარე პროტესტზე ძალიან ბევრი საუბარი იყო, მაგრამ ის სისხლში ჩაიხრჩო. მსოფლიო ირანელ ხალხს საკმარისად არ დაეხმარა; გვერდზე დგომა არჩია", - თქვა ზელენსკიმ.