აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, შეერთებული შტატები უკვე უზრუნველყოფს გრენლანდიის ირიბ დაცვას და მისი სტრატეგიული მნიშვნელობის გამო მისი რესურსები უნდა გაიზიაროს.
"გვსურს, გავიზიაროთ ამ მინერალებითა და რესურსებით მდიდარი ულამაზესი მიწის სიმდიდრე, რომელსაც ფუნდამენტურად ვიცავთ“, - განუცხადა ვენსმა Newsmax-ს.
"რა უშლის ხელს რუსეთს ან ჩინეთს გრენლანდიაში შეჭრაში? ეს დანიის ძალაა? რაც არ უნდა მიყვარდეს დანია, უნდა ვთქვა, რომ არა. ეს ამერიკის შეერთებული შტატების ძალაა“, - აღნიშნა ვენსმა.
"რა მოხდება, თუ, ღმერთმა დაიფაროს, რომელიმე უცხო ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტას გაუშვებს? - შესაძლოა, მთელი ჩვენი სარაკეტო თავდაცვის სისტემის დესტაბილიზაცია მოხდეს, თუ არქტიკას არ გააკონტროლებთ. ეს ნიშნავს, რომ ამერიკელები ნაკლებად უსაფრთხოდ არიან“, - აღნიშნა ვენსმა.
"ისინი საჯაროდ ცალსახად აცხადებენ "არას“, მაგრამ ცალსახად აცხადებენ "არას“ პირად საუბრებში? აბსოლუტურად არა“, - აღნიშნა ვენსმა.
"ჩვენ, სინამდვილეში, გვიყვარს ევროპა. იმდენად გვიყვარს ევროპა, რომ მოვითხოვთ, რომ გააკეთონ ის, რაზეც მათივე ხელმძღვანელობა უარს ამბობს, კერძოდ, იზრუნონ საკუთარ თავზე და იყვნენ უფრო ჭკვიანები“, - აღნიშნა ვენსმა.