უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას უნგრეთში მხარდაჭერის მოპოვების შანსი არ აქვს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
"ვფიქრობ, რომ მომდევნო 100 წლის განმავლობაში უნგრეთში არ იქნება პარლამენტი, რომელიც უკრაინელების ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს“, - აღნიშნა ორბანმა.
მისი მტკიცებით, კიევი უნგრეთის მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის ცდილობს, რათა ამჟამინდელი მთავრობა უკრაინისთვის უფრო ხელსაყრელით ჩანაცვლდეს. ამით აღფრთოვანებული არ ვარ და ვებრძვით ამას“, - აღნიშნა ორბანმა.