კინოინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებამდე სულ ცოტა დრო რჩება. ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარის რიგით 98-ე დაჯილდოების ნომინანტები ოფიციალურად დაასახელა, რითაც საბოლოოდ გამოიკვეთა ის ფილმები, რეჟისორები თუ მსახიობები, რომლებიც წლის საუკეთესო ნამუშევრების ტიტულისთვის იბრძოლებენ.
"ოსკარი 2026-ის" დაჯილდოების ცერემონია 15 მარტს გაიმართება.
მიუხედავად იმისა, რომ მსახიობების უმეტესობა მთელი ცხოვრება “ოსკარის“ მოპოვებაზე ოცნებობს, არსებობენ საკმაოდ ცნობილი ადამიანებიც, ვინც ნამდვილად არ შეიძლება ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოს გულშემატკივრად ჩაითვალოს.
1929 წლიდან მოყოლებული, ანუ მას მერე, რაც ყოველწლიურად აკადემიის პრიზების დაჯილდოების ცერემონია იმართება, მრავალმა ვარსკვლავმა ღიად გააკრიტიკა აღნიშნული ღონისძიება და მასთან დაკავშირებული პომპეზურობა.

გლენდა ჯექსონმა, რომელიც ორგზის ოსკაროსანია საუკეთესო მსახიობი ქალის როლისთვის, 2016 წელს Entertainment Weekly-სთან საუბარში განაცხადა, რომ "ოსკარი" “სრული სისულელეების ერთი დიდი ნაკრებს წარმოადგენს“.

ჯორჯ ს. სკოტმა, რომელმაც 1970 წლის ფილმში “პატონი“ გენერალ ჯორჯ ს. პატონის როლისთვის “ოსკარი“ აიღო, ცერემონიას “ შეურაცხმყოფელი, ბარბაროსული და არსებითად კორუმპირებული ორ საათიან ხორცის აღლუმი უწოდა“.

მიუხედავად იმისა, რომ მან 1998 წელს ბენ აფლეკთან ერთად ფილმისთვის "კარგი უილ ჰანტინგი“ საუკეთესო ორიგინალური სცენარის ნომინაციაში "ოსკარი" მიიღო, მსახიობს არაერთხელ განუცხადებია, რომ არ მოსწონს დაჯილდოების სეზონთან დაკავშირებული კამპანიები.
“რაც არ მომწონს, ეს არის კამპანიის იდეა, ჩემთვის ეს სრულიად უკუღმართი და უცნაურია, შეიძლება ეს კარგია კინოსთვის, რომ ყველაფერი ასე საჯაროდ ხდება და კულტურას ფილმებზე ფიქრსა და საუბარს აიძულებს. იმედი მაქვს, ასეა“, - განმარტა დეიმონმა 1998 წელს, ცერემონიის წინ.

სეთ როგენი "ოსკარზე" არასდროს ყოფილა ნომინირებული, თუმცა 2022 წელს აკადემიის დაჯილდოებებზე საკუთარი აზრის გამოთქმა არ მოერიდა:
“ვერ ვხვდები, რატომ ადარდებთ კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს ასე ძალიან ის ამბავი თუ რამდენად აინტერესებს ხალხს რა ჯილდოებს ვაძლევთ საკუთარ თავს? მე, მაგალითად, არ მაინტერესებს საავტომობილო ჯილდოები და არა მგონია, სხვა რომელიმე ინდუსტრიის წარმომადგენელი ელოდებოდეს, რომ მის ჯილდოებით ყველა დაინტერესდება“.

ჰოლივუდის ვარსკვლავმა სკარლეტ იოჰანსონმა 2025 წელს კინოაკადემიის ჯილდო იმის გამო გააკრიტიკა, რომ რამდენიმე წლით ადრე “შურისმაძიებლები: ფინალი“ საუკეთესო ფილმის ნომინაციაზე არ იყო წარდგენილი.
“ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმია ისტორიაში, როგორ შეიძლება, მას "ოსკარზე" ნომინაცია არ ჰქონოდა“ იკითხა” მან მედიასთან მიცემულ ინტერვიუში

"ოსკარების" ცერემონიის მიმართ უკმაყოფილება ასევე მკაცრად გამოხატა ფილმის “ლურჯი მთვარე“ ვარსკვლავმა იტან ჰოუკმაც
“ადამიანებს უნდათ, ამ ქვეყანაში ყველაფერი კონკურენციად აქციონ, თუ შეხედავთ, რამდენმა დავიწყებადმა, სულელურმა ფილმმა მოიგო ჯილდო და რამდენმა საშუალო დონის მსახიობმა ჩამოდო "ოსკარი" ბუხრის თავზე… ამ ყალბი სტიმულების დევნა ძალიან დამანგრეველია", - აღნიშნა მან 2013 წელს გამართულ ღონისძიებაზე.
მოგვიანებით ჰოუკმა ტონი შეარბილა და განაცხად რომ "ოსკარი" მაინც ასახავს წლის მნიშვნელოვან ნამუშევრებს, თუმცა ბევრი კარგი ფილმი PR-მექანიზმების გამო ყურადღების მიღმა რჩება.

2018 წელს ოსკარ აიზეკმა ღონისძიება პოპულარული ფილმის კატეგორიაში სრულიად ახალი და “საკმაოდ სულელური“ ჯილდოს გამო გააკრიტიკა.
“ვერ ვხვდები, რას ნიშნავს, ვის აძლევენ ამ ჯილდოს? რა კრიტერიუმებით? ამას სალარო შემოსავალი განსაზღვრავს?“ - იკითხა აიზეკმა და დაამატა რომ "ოსკარი" უაზრობაა“.

"ოსკარის" ცერემონიას ყველაზე მკაცრად თავს ხოაკინ ფენიქსი დაესხა, როდესაც მოგვიანებით 2005 წლის ფილმის “გასეირნება ხაზზე“ დაჯილდოების კამპანიაზე ისაუბრა.
“ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო პერიოდი, ეს სრულიად სუბიექტური შეხედულებაა, მაგრამ ადამიანების ერთმანეთის წინააღმდეგ დაპირისპირება… ეს მსოფლიოში ყველაზე სულელური რამაა“; - თქვა მან 2012 წელს.

ლეგენდარული მსახიობი ენტონი ჰოპკინსი წლებია კინოაკადემიას აკრიტიკებს:
“იცით, თავადაც მივიღე ადრე ოსკარი “კრავთა დუმილისთვის” მე იქ ვიყავი, ხალხის მიმართ კეთილი, მომხიბვლელი… იძულებული ვიყავი მათთან ფლირტი გამემართა ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აკადემიის წევრებს რომ თავი მოაწონონ და ნომინანტებში მოხვდნენ, ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად ამაზრზენია და ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ჩემს ბუნებას”.

ედი მერფი იმდენად იმედგაცრუებული იყო "ოსკარის" დაჯილდოებების დროს “ფილმებში ფერადკანიანების არ აღიარების“ გამო, რომ 1988 წელს კინაღამ უარი თქვა "ოსკარის" საუკეთესო ფილმის ნომინაციაში წარდგენაზე.