ავტორი:

რუსებმა უკრაინაში საცხოვრებელ სახლებს დაარტყეს - არის მსხვერპლი

რუსებმა უკრაინაში საცხოვრებელ სახლებს დაარტყეს - არის მსხვერპლი

რუსეთმა უკრაინას რაკეტებითა და დრონებით შეუტია, არის მსხვერპლი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

  • კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, 24 იანვრის ღამეს, რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით კომბინირებული იერიში განახორციელეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი მძიმედ დაშავდა.

ასევე, რუსების მიერ დრონებით თავდასხმის შემდეგ აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვშიც.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსულმა ძალებმა საცხოვრებელ სახლებს დაარტყეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 14 ადამიანი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გვიან ღამით საჰაერო განგაშის ხმა ჩერნიგოვის, ხარკოვის, პოლტავის, დნეპროპეტროვსკის, სუმის, ზაპორიჟიეს, ჩერკასის, ჟიტომირისა და კიევის ოლქებში ისმოდა.