აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა, - ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ავრცელებს.
"მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს გასული წლის აგვისტოში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების პირობების დაცვისთვის. ეს საშინელი ომი იყო, 8 ომიდან ერთ-ერთი, რომელიც მე დავასრულე, მაგრამ ახლა კეთილდღეობა და მშვიდობა გვაქვს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
"ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან, სომხეთთან მშვიდობიანი ბირთვული თანამშრომლობის შესახებ შესანიშნავ შეთანხმებას, შეთანხმებებს ნახევარგამტარების მწარმოებლებისთვის და აზერბაიჯანისთვის აშშ-ში წარმოებული თავდაცვის აღჭურვილობის მიყიდვის შესახებ შეთანხმებას“, - აცხადებს ტრამპი.