ცინიკურად, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის ბრძანება მაშინ გასცა, როდესაც დელეგაციები აბუ დაბიში ერთმანეთს ხვდებიან - პუტინმა მოლაპარაკებების მაგიდას დაარტყა, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსეთის მიერ კიევსა და სხვა ქალაქებზე განხორციელებულ მასშტაბურ სარაკეტო იერიშებს.
„ამ ბარბაროსულმა დარტყმებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პუტინის ადგილი არა „მშვიდობის საბჭოში“, არამედ სპეციალურ ტრიბუნალზე განსასჯელთა სკამშია“, - წერს სიბიგა X–ზე.
მისი თქმით, რუსეთის სამიზნე ენერგეტიკული ობიექტები და საცხოვრებელი ადგილები იყო.
„რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გენოციდურ ომს, ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენას განაგრძობს“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
წაიკითხეთ ასევე: