სოკო, რომელიც ჰალუცინაციებს იწვევს - მეცნიერებმა ეს ფენომენი ახლახან აღწერეს. ადამიანები, რომლებმაც Lanmaoa asiatica სოკო შეჭამეს, ხედავენ პაწაწინა ფიგურებს.
წყაროებში Lanmaoa asiatica-ს ზოგჯერ „ლილიპუტის ბოლეტუსსაც“ უწოდებენ. ეს მილისებრი სოკო გარეგნულად მართლაც ჰგავს ბოლეტუსს, თუმცა ოდნავ უფრო კაშკაშაა - აქვს ვარდისფერი ღერო და მოყვითალო ქუდი. ის აზიის ქვეყნებში იზრდება და ცნობილია თავისი მდიდარი არომატით. ჩინეთის იუნანის პროვინციაში სოკოს სეზონზე - ივნისიდან აგვისტომდე, ის მარტივად ხელმისაწვდომია როგორც ბაზრებზე, ისე რესტორნების მენიუში.

სამეცნიერო ლიტერატურაში ამ თემაზე ბევრი ინფორმაცია არ მოიპოვება. 1991 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ორმა მკვლევარმა აღწერა იუნანის პროვინციის მცხოვრებთა შემთხვევები, რომლებიც სოკოს მიღების შემდეგ ჰალუცინაციებს განიცდიდნენ. ეს ფსიქიატრიული ტერმინია და აღნიშნავს მდგომარეობას, როდესაც პაციენტი ხედავს პაწაწინა ადამიანებს, ცხოველებს ან ფანტასტიკურ არსებებს.
1960-იან წლებში გორდონ ვასონმა და როჯერ ჰეიმმა, ამერიკელმა მწერალმა და ფრანგმა ბოტანიკოსმა, რომლებმაც დასავლელ საზოგადოებას ფსილოციბინის შემცველი სოკოების შესახებ გააცნეს — მსგავსი შემთხვევა პაპუა-ახალ გვინეაში შენიშნეს. ისინი ეძებდნენ სოკოს, რომელიც 30 წლით ადრე ამ ტერიტორიაზე მყოფმა მისიონერთა ჯგუფმა აღწერა. აღნიშნულმა სოკომ ადგილობრივებში ისეთი ფსიქიკური მდგომარეობა გამოიწვია, რასაც მოგვიანებით "სოკოს სიგიჟე" ეწოდა.

მეცნიერმა კოლინ დომნაუერმა აღმოაჩინა, რომ ლაბორატორიული ნიმუშების ქიმიურმა ექსტრაქტებმა თაგვებში გამოიწვია ქცევითი ცვლილებები, რომლებიც ადამიანების მიერ აღწერილის მსგავსია. ხმები გავრცელდა, რომ ფილიპინებშიც აღმოაჩინეს სოკო, რომელიც მსგავს სიმპტომებს იწვევდა. დომნაუერი ადგილზე იმყოფებოდა და შეაგროვა ნიმუშები, რომლებიც, მისი თქმით, ჩინური სოკოებისგან ოდნავ განსხვავდებოდნენ, თუმცა გენეტიკურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ ორივე სინამდვილეში ერთსა და იმავე სახეობას — Lanmaoa asiatica-ს მიეკუთვნებოდა.

მეცნიერებმა დაადგინეს რომ ფსილოციბინი, ჰალუცინოგენურ სოკოებში ნაპოვნი ფსიქოდელიური მოლეკულა, დამოუკიდებლად განვითარდა ორ შორეულად მონათესავე სახეობის სოკოში.
ის და მისი გუნდი ჯერ კიდევ ცდილობენ ჰალუცინაციებზე პასუხისმგებელი ქიმიური ნაერთის იდენტიფიცირებას. უკვე ჩატარებული ტესტების საფუძველზე, ეს ნივთიერება სავარაუდოდ არ არის დაკავშირებული არცერთ ცნობილ ფსიქოდელიურ ნაერთთან. Lanmaoa asiatica-ს სოკოთი გამოწვეული „მოგზაურობები“ უჩვეულოდ ხანგრძლივია — 12-დან 24-საათამდე, ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტები საავადმყოფოში ერთ კვირამდე რჩებიან.