სიდნეიში, ზვიგენის თავდასხმის შედეგად, 12 წლის ბიჭი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინციდენტმა ქალაქში შეშფოთება გამოიწვია.
12 წლის ნიკო ანტიჩი გასულ კვირას, დაახლოებით 16:20 საათზე, სიდნეის აღმოსავლეთ გარეუბანში, კლდიდან წყალში ხტებოდა, როდესაც ზვიგენი დაესხა თავს. თავდასხმის დროს, ზვიგენმა ნიკოს ორივე ფეხი მძიმედ დაუზიანა. იგი ნაპირზე მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა გამოიყვანა.

„ის განაგრძობდა ბრძოლას და სუნთქვას ჩემს მკლავებში და ერთი წამითაც არ ნებდებოდა“, - განუცხადა მეგობარმა პარასკევს 7News-ს - "ყველაზე მამაცი ადამიანი იყო, ვინც კი ოდესმე მინახავს. მადლიერი ვარ, რომ მის გვერდით ვიყავი ბოლო წუთებში. სისხლდენის დროს სულ ერთი წამით გამოფხიზლდა, უბრალოდ შემომხედა. მეგონა, დავკარგე... საოცარია, რომ ამდენ ხანს იბრძოდა.“
მშობლებმა, ლორენა და ხუან ანტიკებმა, შაბათს, რენდვიკის ბავშვთა საავადმყოფოს მეშვეობით სამწუხარო ამბავი გაავრცელეს.
„გულდაწყვეტილებით გაცნობებთ, რომ ჩვენი შვილი, ნიკო, გარდაიცვალა“, - წერენ ისინი.


„გვსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ პირველი რეაგირების ჯგუფებს და სიდნეის ბავშვთა საავადმყოფოს გუნდს ყველაფრისთვის, რაც მათ გააკეთეს ნიკოს დასახმარებლად. ასევე გვსურს მადლობა გადავუხადოთ საზოგადოების ყველა წევრს მხარდაჭერისა და კეთილი შეტყობინებებისთვის.“
ზვიგენების ხშირი თავდასხმის გამო, სიდნეის ყველა ჩრდილოეთ პლაჟი რამდენიმე დახურეს.
ხარისებრი ზვიგენი ( Carcharhinus leucas ) რეკვიემის ზვიგენის სახეობაა, რომელიც მთელ მსოფლიოში ხშირად გვხვდება სანაპირო ზოლისა და მდინარეების თბილ, არაღრმა წყლებში. იგი ცნობილია თავისი აგრესიული ბუნებით.