ავტორი:

"ჯერ ჩემი თამარისთვის სიტყვა "მიყვარხარ" არ მითქვამს... " - ზურაბ ცინცქილაძის ცხოვრების მნიშვნელოვანი ამბავი და ადამიანი

"ჯერ ჩემი თამარისთვის სიტყვა "მიყვარხარ" არ მითქვამს... " - ზურაბ ცინცქილაძის ცხოვრების მნიშვნელოვანი ამბავი და ადამიანი

"დიდებულმა ილია ჭავჭავაძემ გენიალური სიტყვები თქვა: "რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემის"... თქვენი რუბრიკაც ამ ნათქვამს ჰგავს", - ასე დაიწყო ჩემი და მსახიობ ზურაბ ცინცქილაძის საუბარი და "სულზე დაჩნეული" ამბების გახსენებით გაგრძელდა.

ბებოს ჩურჩული

- ჩემი ბავშვობის დაუვიწყარი ამბავია ბებოს ჩურჩული, რამდენი წელი გავიდა და ხშირად მაგონდება... მაშინ 4-5 წლის თუ ვიქნებოდი, გურიაში ვიზრდებოდი, სიცხე მქონდა, ბებო მეფერებოდა, თან ჩემს ყურთან ღმერთს ეჩურჩულებოდა: "გადამირჩინე ჩემი ბაღანე და მის სიგრძე სანთელს დაგინთებ ღვთისმშობლობას" - ზუსტად ამ ტექსტს ამბობდა. ღვთისმშობლობა დღეს 10 ნომერი ძაფით მზომავდა, მერე ჯიხეთის მონასტერში მიდიოდა, შუხუთიდან ამ მონასტრამდე 30 კილომეტრია, მაშინაც იყვნენ იქ მონაზვნები, მათ ჩემზე მოზომილ ძაფზე სანთელს ჩამოაქნევინებდა და დამინთებდა, ასე გამოხატავდა მადლიერებას უფლისადმი, ღვთისმშობლისადმი, ჩემი თავი რომ გადაურჩინა.

ბებო სალოცავად ფეხშიშველი მიდიოდა, ეს დღეს თითქოს არაფერია, მაგრამ მაშინ კომუნისტების დრო იყო და არათუ ტაძარში სიარული, ამის გაფიქრება და ღმერთის ხსენებაც კი დანაშაული იყო. მე არ უნდა მცოდნოდა, სად მიდიოდა, მეპარებოდა... რამდენი წელია გასული და დღესაც იმ მფარველობას, იმ ძალას ვგრძნობ და ისევ მაშინდელი სიცხადით ჩამესმის ბებოს ჩურჩული: "გადამირჩინე ჩემი ბაღანე". უნდა გენახათ, მონასტრიდან შინ მობრუნებული ბებიაჩემი როგორი მშვიდი იყო, უკვე აღარაფრის ეშინოდა.

ბავშვობიდან გამორჩეულად კიდევ ერთი რამ მახსოვს, გამომყვა და ტვინი არ ივიწყებს - გაზაფხულობით ალუბლის ყვავილების ნაზ სურნელს. დღეს ვეღარ ვგრძნობ, სადაც ვნახულობ, დავყნოსავ ხოლმე, მაგრამ ისეთი აღარ არის.

"მეგობარმა სახლიდან გამომასახლა, ქუჩაში დამტოვა"

- ადამიანის ცხოვრებაში მხოლოდ კარგი ამებები არ ხდება. დღეს ჩემი დაუვიწყარი გულის ტკივილიც მინდა გავიხსენო. სიტყვა "მეგობარი" რას ნიშნავს? ამას ძალიან კარად ხსნის მამა გურამ ოთხოზორია. მასთან მეგობრობის უდიდესი სურვილი მაქვს, უაღრესად მოაზროვნე მოძღვარია. მან თქვა, სიტყვა მეგობარი, იგივე "მეგუობარი" ნიშნავს იმ ადამიანს, ვისაც შენ ეგუები და ის შენ გეგუებაო. ძალიან ზუსტი განსაზღვრებაა.

ერთი მეგობარი მყავდა, ასე ვთვლიდი, მაგრამ ისე მოხდა, მან ჩემი ნდობა ბოროტად გამოიყენა - ბინა ბანკში ჩამადებინა და საცხოვრებელი დამაკარგვინა. ბინა გამოვისყიდე, მეთხუთმეტე წელია ამ ვალს ვიხდი, ჯერ კიდევ ვერ დავამთავრე. რაც კაკო ასათიანმა (ცნობილი პოლიტიკოსი - ავტ.) გამიკეთა, ამას ცუდი მოგონებაც აღარ ჰქვია. ეს ამბავი ყოველდღე ჩემთან არის, ყოველი თვის ბოლოს, ბანკიდან შეტყობინება მომდის გადასახდელი თანხის ოდენობის შესახებ. მეგობარმა სახლიდან გამომასახლა, ქუჩაში დამტოვა....განაგრძეთ კითხვა