მცხეთის რაიონის, სოფელ მუხრანში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, მოკლულია ორი ადამიანი. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
პირველადი ინფორმაციით, ორივე პირი მანქანაში ჩაცხრილეს. გავრცელებული ცნობით, მომხდარის მოტივი შურისძიებაა და მკვლელობა წარსულში არსებულ უთანხმოებას უკავშირდება.
როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში უთხრეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება ორი მუხლით, 109-ე და 236-ე, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.
მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პოლიცია აკონტროლებს მუხრანში შესასვლელ გზასაც. სამართალდამცავები ატარებენ დამნაშავის სამძებრო ღონისძიებებს.