"მე სპეცრაზმელობა არ დამიმთავრებია და არც ვამთავრებ" - ამის შესახებ განსაკუთრებულ დავალებათა ყოფილმა ხელმძღვანელმა, ზვიად ხარაზიშვილმა "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ პირველ ექსკლუზიურ კომენტარში განაცხადა.
მანდ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ უწყებიდან თავისი ნებით წავიდა და არავის გამოუშვია.
"არ დავბრუნებულვარ და არც ვაპირებ არსად დაბრუნებას. თუ ჩემს სამშობლოს დავჭირდები, დავბრუნდები და რა თქმა უნდა გავაგრძელებ (საქმიანობას). არავითარი შემოთავაზება არ ყოფილა და ბევრს აინტერესებს და არა-თქო ვამბობ. სისტემიდან ჩემი სურვილით წავედი, ეს ყველამ კარგად იცის. მე სპეცრაზმელობა არ დამიმთავრებია და არც ვამთავრებ. დავჭირდები ჩემ სამშობლოს, გავაგრძელებ ჩვეულებრივ"- აცხადებს "ხარება".
ცნობისთვის, ზვიად ხარაზიშვილმა გდდ-ის ხელმძღვანელის პოსტი გასული წლის ივნისში დატოვა.