ავტორი:

ცნობილია მუხრანში მოკლულების ვინაობა - "მკვლელი ფეხით გადაადგილდებოდა, ორივე მანქანაში ჩაცხრილა..."

ცნობილია მუხრანში მოკლულების ვინაობა - "მკვლელი ფეხით გადაადგილდებოდა, ორივე მანქანაში ჩაცხრილა..."

მცხეთის რაიონის, სოფელ მუხრანში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, მოკლულია ორი ადამიანი.

პირველადი ინფორმაციით, ორივე პირი მანქანაში ჩაცხრილეს. გავრცელებული ცნობით, მომხდარის მოტივი შურისძიებაა და მკვლელობა წარსულში არსებულ უთანხმოებას უკავშირდება.

  • AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, მოკლულები არიან ზურა სანამაშვილი, გია ქილარჯიანი.
ზურა სანამაშვილი

"ჩვენი სოფლელი ორი ბიჭია მოკლული, ზურა სანამაშვილი და გია ქილარჯიანი. მანქანაში ჩაცხრილეს ორივე. მიზეზი არ ვიცი. რაც შევიტყვე ის არის, რომ ჩაცხრილა ისინი ვიღაცამ, რომელიც ფეხით გადაადგილდებოდა. სხვა დეტალები არ ვიცი. ვიცი, რომ ზურა და გია იყვნენ ერთად. როგორც ვიცი, ზურას გვარი შეცვლილი აქვს, რადგან საზღვარგარეთ დადიოდა სამუშაოდ და შეიძლება სხვა გვარი ჰქონდეს, ზურა დაოჯახებულია, 42 წლის იქნება. გია მგონი მასზე უფროსია. ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა. რატომ გაიმეტეს ისინი მოსაკლავად არ ვიცი" - გვიყვება ადგილობრივი.

როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში უთხრეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება ორი მუხლით, 109-ე და 236-ე, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.

მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პოლიცია აკონტროლებს მუხრანში შესასვლელ გზასაც. სამართალდამცავები ატარებენ დამნაშავის სამძებრო ღონისძიებებს.