მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანის ცენტრში ორი ადამიანი ჩაცხრილეს. უმძიმესი დანაშაული 24 იანვარს, დაახლოებით საღამოს 18:00 საათზე, ხალხმრავალ ადგილას მოხდა. მოკლულები არიან მუხრანის მაცხოვრებლები ზურა სანამაშვილი და გია ქილარჯიანი. ისინი დამნაშავემ მანქანასთან ჩაცხრილა, რის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველების ამ დრომდე ეძებენ დამნაშავეს, ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ამ უმძიმესი დანაშაულის მიზეზი.ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარი ძველ დაპირისპირებას და შურისძიებას უკავშირდება. როგორც ცნობილია, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება ორი მუხლით, 109-ე და 236-ე, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს. მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. პოლიცია აკონტროლებს მუხრანში შესასვლელ გზასაც.
“ზურა სამანაშვილს ბავშვობიდან ვიცნობ. დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და ქალ-ვაჟი. მიშა სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ხშირად იყო საზღვარგარეთ, ჯერ რუსეთში, მერე საფრანგეთში. როგორც ვიცი, ბოლო წლები საქართველოში ცხოვრობდა. სულ მუხრანში ტრიალებდა.. განაგრძეთ კითხვა
წაიკითხეთ ასევე: