ავტორი:

აშშ-ში, მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს - რა დეტალებია ცნობილი?

აშშ-ში, მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს - რა დეტალებია ცნობილი?

მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ქალაქ მინეაპოლისის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში (მინესოტას შტატი) ფედერალურმა აგენტებმა 24 იანვარს მამაკაცი მოკლეს, რაც ერთი თვის განმავლობაში საიმიგრაციო კონტროლის გამკაცრების ფონზე უკვე მეორე მსგავსი მკვლელობაა.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, სასაზღვრო სამსახურის აგენტებმა მამაკაცს თავდაცვის მიზნით გაუხსნეს ცეცხლი, რომელიც მათ პისტოლეტით უახლოვდებოდა.

მინეაპოლისის პოლიციის მეთაურის, ბრაიან ო’ჰარას თქმით, მოკლული მამაკაცი ქალაქის 37 წლის მაცხოვრებელი და, როგორც ითვლება, აშშ-ის მოქალაქე იყო. მამაკაცს იარაღის კანონიერად ჰქონდა შეძენილი და ნასამართლობა არ გააჩნდა.

"კიდევ რამდენი მაცხოვრებელი, რამდენი ამერიკელი უნდა მოკვდეს ან სერიოზული დაზიანებები მიიღოს, რათა ეს ოპერაცია შეწყდეს?” - განაცხადა მინეაპოლისის მერმა, ჯეიკობ ფრეიმ.

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სროლის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდეს.