ავტორი:

Iran International-ის ცნობით, ანტისამთავრობო აქციების დროს, 36 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა - გამოცემა სენსიტიურ დეტალებს ასაჯაროებს

Iran International-ის ცნობით, ანტისამთავრობო აქციების დროს, 36 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა - გამოცემა სენსიტიურ დეტალებს ასაჯაროებს

“8-9 იანვარს ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების დარბევის დროს უსაფრთხოების ძალებმა 36 500-ზე მეტი ირანელი მოკლეს,“ - ამის შესახებ Iran International-ი წერს და აღნიშნავს, რომ ეს საპროტესტო აქციების ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მსხვერპლია.

გამოცემის ინფორმაციით, მსხვერპლთა რაოდენობა ახლად მიღებული კლასიფიცირებული დოკუმენტების, საველე ანგარიშების, სამედიცინო პერსონალის, მოწმეებისა და მსხვერპლთა ოჯახების ჩვენებების განხილვის საფუძველზე შედგა.

“მორგებიდან გამოქვეყნებული ფოტოები ეჭვს არ ტოვებს, რომ ზოგიერთს თავში ესროლეს საავადმყოფოში ყოფნისა და სამედიცინო მკურნალობის გავლის დროს. ამ პირებს ქუჩაში ყოფნის დროს რომ მიეღოთ თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები, საავადმყოფოში მათი მოთავსების ან მკურნალობის დაწყების არანაირი მიზეზი არ ექნებოდათ,“ - წერს გამოცემა.

  • სტატიაში აღნიშნულია, რომ ზოგიერთ ცხედარს ზედ ჰქონდა დარჩენილი სამედიცინო მილები და მონიტორინგის აღჭურვილობა.

13 იანვარს Iran International-ის რედაქციულმა საბჭომ გაავრცელა, რომ დარბევის შედეგად სულ მცირე 12 000 ადამიანი იყო გარდაცვლილი. თუმცა, ახალი გარემოებების გაანალიზების შემდეგ, მათი რიცხვი საგრძნობლად არის გაზრდილი.

პარალელურად, გამოცემა Time ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ მხოლოდ 8-9 იანვარს, შესაძლოა, 30 000 დემონსტრანტი იყოს მოკლული.

იხილეთ ასევე: