ავტორი:

“ჩვენი შვილების ტვინი არ იყიდება“ - მაკრონის ახალი განკარგულება: საფრანგეთი 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ მედიას კრძალავს

“ჩვენი შვილების ტვინი არ იყიდება“ - მაკრონის ახალი განკარგულება: საფრანგეთი 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ მედიას კრძალავს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მთავრობას მიმართა მოთხოვნით, დაჩქარდეს სამართლებრივი პროცესი, რომელიც 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენებას აკრძალავს.

  • პრეზიდენტს სურს აკრძალვა სექტემბერში, მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე ამოქმედდეს.

„ჩვენი ბავშვებისა და მოზარდების ტვინი არ იყიდება. მათი ემოციები არ იყიდება ან არ იქნება მანიპულირებადი ამერიკული პლატფორმების თუ ჩინური ალგორითმების მიერ“, - განაცხადა მაკრონმა CNN-ის ფრანგულ შვილობილ კომპანია, BFMTV-თან საუბარში.

„ჩვენ ვკრძალავთ სოციალურ მედიას 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და ვაპირებთ მობილური ტელეფონების აკრძალვას საშუალო სკოლებში. მე მჯერა, რომ გახდება მკაფიო წესი - ნათელი ჩვენი მოზარდებისთვის, ნათელი ოჯახებისთვის, ნათელი მასწავლებლებისთვის“, - აღნიშნა მან.

  • მას შემდეგ, რაც ავსტრალიამ დეკემბერში აამოქმედა კანონი, რომელიც 16 წლამდე ასაკის პირებს Instagram-ზე, TikTok-ზე, Facebook-სა და სხვა პლატფორმებზე ანგარიშების გახსნას უკრძალავს, უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ცდილობს მსგავსი კანონის შემოღებას.

მაკრონის განცხადება რამდენიმე დღის შემდეგ გაკეთდა, რაც ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ბავშვების ონლაინ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით რიგი ზომების გატარებას განიხილავს, მათ შორის განიხილება 16 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა.

წყარო

იხილეთ ასევე: