აშშ-ს მრავალი შტატი ისტორიულ სუსხიან შტორმს ებრძვის. ტეხასიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 2000 კილომეტრზე მეტ მანძილზე თოვლსა და სეტყვას ელიან, რადგან ზამთრის შტორმი პიკს აღწევს.

მას შემდეგ, რაც თოვა დაიწყო, 800 000-ზე მეტ მოსახლეს ელექტროენერგია გაეთიშა და როგორც მთავრობა იტყობინება, დღის განმავლობაში ამ რიცხვის ზრდასაც ელიან.

ზოგიერთ ქალაქში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდ თოვლს ელიან. შესაბამისად, მთავრობა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
"რეკორდული ყინვის გამო ნიუ-იორკის საჯარო სკოლები ორშაბათს დაკეტილი იქნება და სწავლა დისტანციურად გაგრძელდება", - განცხადებას ქალაქის მერი, ზოჰრან მამდანი ავრცელებს. მისივე თქმით, შეზღუდვა დაახლოებით 1100-ზე მეტ სკოლას შეეხება.

<blockquote class="twitter-tweet" data-media-max-width="560"><p lang="en" dir="ltr">PennDOT and Philadelphia Department of Streets are working hard plowing to keep highways and roads passable. Please avoid unnecessary travel so they have room to safely work. If traveling, use caution and give yourself at least 6 car lengths behind snow response equipment. <a href="https://t.co/yATOdEnJqV">pic.twitter.com/yATOdEnJqV</a></p>— Philadelphia OEM (@PhilaOEM) <a href="https://twitter.com/PhilaOEM/status/2015424367346278516?ref_src=twsrc%5Etfw">January 25, 2026</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>
ყინვის გამო იხურება ნეშვილის სკოლებიც, რადგან ნეშვილსა და მიმდებარე ოლქში მასიურად გაითიშა ელექტროენერგია ელექტროგადამცემ ხაზებზე ხის ტოტების დაცემის შედეგად. "ნეშვილ ელექტრიკის" განცხადების თანახმად, კომუნალური მომსახურების ჯგუფები შაბათიდან, გაფართოებული, 14-16 საათიანი უწყვეტი როტაციით მუშაობენ.

აგრეთვე, სულ ახლახანს გახდა ცნობილი, რომ რონალდ რეიგანის ვაშინგტონის ეროვნულ აეროპორტში ყველა შემავალი და გამავალი რეისი გაუქმდა.
Reuters-ის ცნობით, ამ დრომდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ქვეყნის 18 შტატში, მათ შორის, სამხრეთ კაროლინაში, ვირჯინიაში, ტენესიში, ჯორჯიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, მერილენდში, არკანზასში, კენტუკიში, ლუიზიანაში, მისისიპიში, ინდიანასა და დასავლეთ ვირჯინიაში.




წყარო: cnn.com
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
იხილეთ ასევე: